სტუდენტური თვითმმართველობა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის გამართულ და მიზანმიმართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს თვითმმართველობის მართვის ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ უფელბამოსილებას  დებულების შესაბამისად. თვითმმართველობის მართვის ორგანოებია: სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის აპარატი და თვითმმართველობის გამგეობა.
სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტი არის სტუდენტების წარმომადგენლობითი ორგანო და სტუდენტური თვითმმართველობის ძირითადი ერთეული. სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტი შედგება 30, უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების წევრი ყველა სტუდენტისგან. ფაკულტეტების საბჭოებში სტუდენტები აირჩევიან საყოველთაო, თანასწორი და ფარული არჩევნების საფუძველზე ოთხი წლის ვადით.
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის აპარატი შედგება პრეზიდენტისა და მისი ორი მოადგილისაგან. თვითმმართველობის პრეზიდენტი  წარმოადგენს თვითმმართველობას აწსუ-ს ხელმძღვანელ ორგანოებთან,  უწყებებთან, ორგანიზაციებთან, მესამე პირებთან ურთიერთობის დროს, კოორდინაციას უწევს თვითმმართველობის ორგანოთა მუშაობას.
გამგეობა შედგება თვითმმართველობის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისაგან, რომლებიც წარმართავენ თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობას. გამგეობას ერთი წლის ვადით, პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, სიითი შემადგენლობის მცირე უმრავლესობით ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტი. სტუდენტური თვითმმართველობაში ფუნქციონირებს ოთხი დეპარტამენტი,  რომლებიც შედგება დეპარტამენტის ხელმძღვანელებისაგან. სტუდენტური თვითმმართველობის დეპარტამენტებია:
ა) მეცნიერების დეპარტამენტი;
ბ) კულტურის დეპარტამენტი;
გ) სპორტის დეპარტამენტი;
დ) სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი;
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
გიორგი ოკრიბელაშვილი
ტელ: 0431 25-00-59
აწსუ პირველი კორპუსი, პირველი სართული, ოთახი #1130

თვითმმართველობის დებულება

სტუდენტური თვითმმართველობის ანგარიში 2011-2017

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.