სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მოთხოვნილებაზე მორგებული სერვისების ერთ-ერთი მიმწოდებელი სტრუქტურა არის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისების სამსახური, რომელიც TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში 2014 წელს შეიქმნა. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი არის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კონსულტირება და მხარდაჭერა. სტუდენტს სასურველი სერვისის ან/და ინფორმაციის მისაღებად შეუძლია მოგვმართოს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სერვისების სამსახურში ან 24 საათიან რეჟიმში კორპორაციული ელ. ფოსტის მეშვეობით მოგვწეროთ ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და მოითხოვოთ შესაბამისი სერვისის მიღება ან გააკეთოთ განაცხადი, აგრეთვე შესაძლებელია დასვათ სასურველი შეკითხვა, რაზეც პასუხს მიიღებთ ერთ სამუშაო დღეში.
აწსუ-ს სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური საქმიანობს შემდეგი მიმართულებებით:
1.    სტუდენტთა განცხადებების ელექრონული მოძრაობის ორგანიზება
2.    სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობა
3.    სტუდენტთა ომბუდსმენი (ომბუდსმენის ოფისი შეიქმნა ერასმუს+ პროექტის  AESOP-ის  (Advocacy Establishment for Students through Ombudsman Position 561640-EPP-1-2015-1-AZ-EPPKA2-CBHE-JP; 2016-2019) ფარგლებში
4.    სტუდენტთა ფსიქოთერაპევტი
5.    სტუდენტთა ტუტორინგი
6.    აწსუ-ს კურსდამთავრებულთა ქსელი

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.