აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ორგანიზებით, 2020 წლის 27-29 აგვისტოს, ქ.ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XI ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, პროგრესი, განათლებისა და მეცნიერების პროგრესი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის „ბიზნეს-ინკუბატორი“ და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სტუმრებმა უკრაინიდან.
კონფერენციაზე წაკითხული იქნა ორმოცამდე მოხსენება, მათ შორის ერთი მოხსენება პლენარულ სხდომაზე მიეძღვნა საქართველოს მექანიკოსთა კავშირის პირველი პრეზიდენტის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ჯაიანის 75 წლის იუბილეს. ვულოცავთ ბატონ გიორგის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.