აწსუ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

აწსუ სტუდენტთა XXX სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში 2020 წლის 26 ივნისს ჩატარდა საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტთა ონლაინ კონფერენცია. კონფერენცია მიმდინარეობდა ორ სექციაში თემების შესაბამისად: სექცია 1. ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია.

26-28 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს მექანიკოსთა კავშირის ყოველწლიური მე-10 საერთაშორისო კონფერენცია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის ორგანიზებით 2019 წლის 26-28 სექტემბერს ჩატარდა საქართველოს მექანიკოსთა კავშირის ყოველწლიური მე-10 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენცია გაიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

ვორქშოპი გაიმართა საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე

2019 წლის  31 ოქტომბერს-1 ნოემბერს ჩატარდა  საერთაშორისო ვორქშოპი  „უწყვეტ  გარემოთა მექანიკის მონათესავე პრობლემები“, რომელიც განხორციელდა  პროექტის “მათემატიკური მოდელი და კომპიუტერული პროგრამები მრავალშრიანი ტექსტილის  მრავალფუნქციური კვლევისათვის’’ ფარგლებში  (DI-2016-41, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). ორდღიან ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მეცნიერებმა იტალიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. ვორქშოპის მუშაობაში აქტირად იყვნენ ჩართული როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ისე საქართველოს მექანიკოსთა კავშირის წევრები.  

სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მისაწვდომობის პრობლემები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში და განვითარების პერსპექტივები კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ადაპტაცია სამგზავრო ტრანსპორტის ლოგისტიკურ სისტემაში’’. 

იხილეთ კონფერენციის პროგრამა

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.

bagcilar evden eve nakliyat evden eve nakliyat şehirlerarası evden eve nakliyat evden eve nakliyat firmaları evden eve nakliyat ümraniye evden eve nakliyat evden eve nakliyat avcılar evden eve nakliyat evden eve nakliyat