მექანიკა-მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი

მექანიკა მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა 2012 წელს გამოყენებითი მექანიკისა და საინჟინრო გრაფიკის  დეპარტამენტის, მანქანათმშენებლობის დეპარტამენტისა და  ხარისხის მართვის, მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტის, შერწყმის საფუძველზე.  
თავის მხრივ  გამოყენებითი მექანიკისა და საინჟინრო გრაფიკის  დეპარტამენტი დაფუძნებული იქნა 1974 წელს დაარსებული მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის, მანქანათა ნაწილებისა და მანქანათა მექანიზმების თეორიის, თეორიული მექანიკის და მასალათა გამძლეობის კათედრების ბაზაზე. ამ კათედრებზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ისეთი გამოჩენილი მეცნიერები და პედაგოგები როგორებიც იყვნენ პროფესორები კონსტანტინე იმედაშვილი; მურმან ტყეშელაშვილი;  მელერი გაჩეჩილაძე; გურამ ვალიშვილი; ნოდარ ნარსია; რევაზ ჯინჯიხაძე; ვახტანგ ხუჭუა; კონსტანტინე ქობალავა; დიდიმი ებანოიძე; გულნარა კიკაბიძე; ნანა ჩირიკაშვილი; ნიკოლოზ გაბადაძე.
ამ მიმართულებაზე მუშაობას აგრძელებს დამსახურებული პროფესორი (ემერეტუსი) ტ.მ.დ. პროფესორი ნოდარ ვალიშვილი.
მანქანათმშენებლობის დეპარტამენტი ჩამოყალიბდა ძირითადად 1974 წელს შექმნილი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ბაზაზე, რომელსაც შემდგომ წლებში შემოუერთდა კვების ტექნოლოგიის მანქანებისა და აპარატების კათედრა; მსუბუქი მრეწველობისა და აპარატების კათედრა; მასალათმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის კათედრა.  ამ მიმართულების კათედრებზე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ისეთი გამოჩენილი მეცნიერები და პედაგოგები როგორებიც იყვნენ პროფესორები:  არჩილ კოსტავა; ავთანდილ თვალჭრელიძე;  უშანგი მიქაძე;   დავით ფურცელაძე; თემურ ბლუაშვილი; ალბერტ დავითიძე;  ედუარდ კურდღელია;  იური იაზიკოვი; ტარიელ მოდებაძე; ავთანდილ მაღრაძე;  გია ჩიჯავაძე; ავთანდილ ქისტაური; ვახტანგ ბრეგაძე; ამირან გელენიძე; სიმონ პაპიძე.   
ხარისხის მართვის, მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის დეპარტამენტი შეიქმნა 1990 წელს დაარსებული ამავე სახელწოდების კათედრის ბაზაზე, რომლის სულის ჩამდგმელი იყო  ტ.მ.დ. პროფესორი  კარლო მგალობლიშვილი, რომელიც დღესაც აგრძელებს მუშაობას დამსახურებული პროფესორის (ემერეტუსი) რანგში.  ამ კოლექტივში მოღვაწეობდა გამოჩენილი პროფესორები: თამაზ მაღლაკელიძე; ანზორ ხურცილავა; კახა მაღლაკელიძე;  მერაბ კაშია.
დეპარტამენტის სტრუქტურებს სხვადასხვა დროს აღზრდილი ჰყავს 5 000-მდე ინჟინერ სპეციალისტი, ბაკალავრი და მაგისტრი; 100 -ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი და აკადემიური დოქტორი.
დეპარტამენტის სამეცნიერო პედაგოგიურ პერსონალს წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან მჭიდრო კავშირი აქვთ საზღვარგარეთის წამყვენ სამეცნიერო ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან.  ისინი მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, ისე როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში.
ორგანიზებას უწევენ ადგილზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა  და გამოფენების მოწყობას.
მონაწილეობას ღებულობენ ტექნიკური პრობლემების შესწავლა, დამუშავება, განხილვასა და გადაწყვეტაში.
საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დეპარტამენტში მიმდინარეობს დისერტანტებისა და მაგისტრების მიზნობრივად მომზადება ყაზახეთის  შ. ესენინის სახელობის კასპიის „ინჟინერინგისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის“.   
საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი პერიოდულად ლექციებს კითხულობს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 იზოლდა კვერნაძე ასოცირებული პროფესორი
2 ეთერი ფოფხაძე ასოცირებული პროფესორი
3 ომარი კიკვიძე პროფესორი
4 ამირანი ხვადაგიანი პროფესორი
5 ზურაბი ცინცაძე ასოცირებული პროფესორი
6 მერაბი ირემაძე პროფესორი
7 ნუგზარი სახანბერიძე ასოცირებული პროფესორი
8 ვალერი ოცხელი ასოცირებული პროფესორი
9 ნოდარი მარდალეიშვილი ასოცირებული პროფესორი
10 შოთა რუხაძე პროფესორი
11 ალექსანდრე ბაძგარაძე ასოცირებული პროფესორი
12 ციური გეგუჩაძე ასოცირებული პროფესორი
13 ოთარი სესიკაშვილი ასოცირებული პროფესორი
14 გია დადუნაშვილი ასოცირებული პროფესორი
15 დავით ცაგარეიშვილი ასოცირებული პროფესორი
16 ზაზა ჟორჟოლიანი ასოცირებული პროფესორი
17 თამარი ცქიფურიშვილი ასოცირებული პროფესორი
18 თამაზი ურიადმყოფელი ასოცირებული პროფესორი
19 ვლადიმერი ნაკაშიძე ასისტენტ-პროფესორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.