მშენებლობის და ტრანსპორტის დეპარტამენტი

საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველზე 2011 წელს ჩამოყალიბდა მშენებლობისა და ტრანსპორტის დეპარტამენტი, რომელიც წარმოდგენილია 1974 წელს გახსნილი ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფუნქციენირებადი „ავტომობილებისა და ტრაქტორების“ (1978 წ.), „შედუღებისა და საკონსტრუქციო მასალების“ (1978 წ.), შემდგომში რეორგანიზებული „ნავთობგაზსადენებისა და ტერმინალების მშენებლობისა და ექსპლუატაცის“ და „სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის“ (1984 წ.) კათედრების   გაერთიანებით. დეპარტამენტში არსებულ მშენებლობისა და ტრანსპორტის მიმართულებებზე  ხორციელდება  სწავლება აკადემიური პროგრამების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურა, ასევე პროფესიული სწავლება ერთ მოდულურ და 4 საგნობრივ საგანმანათლებლო პროგრამებზე. სასწავლო პროცესს ემსახურება 4 პროფესორი, 18 ასოცირებული პროფესორი და 1 ასისტენტ პროფესორი. დეპარტამენტის ფარგლებში წარმართული სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები ბაზრისა  და საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების მიხედვით.
დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში. დაფინანსდა  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის როგორც გამოყენებითი, ასევე ფუნდამენტალური 6 საგრანტო პროექტი, რომლთა განხორციელებაში ჩართულია დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე განხორციელდა  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 საგრანტო პროექტი. მშენებლობის მიმართულებით პერიოდულად ხორციელდება ტრენინგ-მოდული  სპეციალისტების გადამზადების მიზნით. თანამშრომლები მონაწილეობენ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 თეიმურაზ კოჩაძე პროფესორი
2 ფრიდონი გოგიაშვილი პროფესორი
3 რომანოზ თოფურია ასოცირებული პროფესორი
4 ალექსანდრე ლომიძე ასოცირებული პროფესორი
5 გოჩა ლეკვეიშვილი ასოცირებული პროფესორი
6 ვლადიმერ გვეტაძე ასოცირებული პროფესორი
7 ჯუმბერი ჩოგოვაძე ასოცირებული პროფესორი
8 გიორგი ფურცხვანიძე პროფესორი
9 პარმენ ყიფიანი პროფესორი
10 თამაზი მორჩაძე ასოცირებული პროფესორი
11 სვეტლანა მინდაძე ასოცირებული პროფესორი
12 პაატა გერაძე ასოცირებული პროფესორი
13 ჯონდო ნოსელიძე ასოცირებული პროფესორი
14 ხვიჩა ახვლედიანი ასოცირებული პროფესორი
15 ნოდარი ცირეკიძე ასოცირებული პროფესორი
16 მერაბ ბარათაშვილი ასოცირებული პროფესორი
17 მალხაზ მებურიშვილი ასოცირებული პროფესორი
18 ამირან გრძელიშვილი ასოცირებული პროფესორი
19 ისმაილ ბარდაჩიძე ასოცირებული პროფესორი
20 ალექსანდრე კამლაძე ასოცირებული პროფესორი
21 იზოლდა დანგაძე ასოცირებული პროფესორი
22 ნუნუ რუსაძე ასისტენტ-პროფესორი
23 თევდორე ფხაკაძე ასოცირებული პროფესორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.