საერთაშორისო კონგრესი პარიზში

2019 წლის 14-15 ოქტომბერს პარიზში ჩატარდა 24-ე მსოფლიო კონგრესი „Food and Nutrition“, რომელიც ეძღვნებოდა “საკვებისა და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირს უკეთესი მომავლისათვის“.

საინჟინრო–ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა 2019 წლის კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონია რაბათის ციხის ტერიტორიაზე ჩაატარა

2019 წლის 30 ივნისს საინჟინრო–ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა თავის კურსდამთავრებულებისათვის უნივერსიტეტიდან გაცილების ცერემონია ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე იზეიმეს. საზეიმო ღონისძიება დაემთხვა ახალციხის ტრადიციულ ზეიმს – ახალციხელობა – 2019, რომელსაც ქალაქი და რეგიონი ქართული ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო რეწვის ფესტივალითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. უნივერსიტეტის მანტიებით შემოსილებმა სტუდენტებმა იქ მყოფი საზოგადოების (განსაკუთრებით უცხოელების) ყურადღება დაიმსახურა.

საპოსტერო კონფერენცია ტექნოპარკში

2019 წლის 5 აპრილს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (ტექნოპარკი საქართველო-Tech Park Georgia), ორგანიზებული იქნა 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების საპოსტერო კონფერენცია.

ისევ გამარჯვება!

საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის "დიზაინისა და ტექნოლოგიის" დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, უკვე მეხუთედ, კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს უკრაინაში, კიევის დიზაინისა და ტექნოლოგიის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე “PECHERSKI KASHTANY“ – 2019.

საბაკალავრო პროგრამამ – „საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა“ გაიარა აკრედიტაცია

საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების“ დეპარტამენტის განახლებულმა საბაკალავრო პროგრამამ „საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა“ 2019 წლის 1 აპრილს გაიარა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. 2019-2020 სასწ. წელს აბიტურიენტთა მიღება განახორციელდება 40 ვაკანტურ ადგილზე, რომელთაგან 30 სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებადია.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.