შვედეთის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტების ვორქშოფი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2018 წლის 24-25 სექტემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა შვედეთის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტების: „ცოდნის მიმოცვლა ინტერ-ბალტიის პარტნიორობის სფეროში მომავალი რეგიონალური ციკლური ეკონომიკის თანამშრომლობისათვის - PECEC“ და „ბალტიის ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტის ქსელის გაძლიერება ლანდშაფტების მდგრადობასა და ნარჩენების მართვაში-LASUWAMA“ ვორქშოფები. პროექტებში ჩართულია ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორ ციცინო თურქაძის ხელმძღვანელობით. პროექტები ითვალისწინებს გარემოსდაცვითი მიმართულების სასწავლო რესურსების შექმნას და განვითარებას ბალტიის ზღვის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

პროექტის მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ღავთაძე და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაია გრძელიძე. ვორქშოფში მონაწილეობდნენ: პროფესორი ვილიამ ჰოგლანდი (ლინეუს უნივერსიტეტი, შვედეთი), პროფესორი ვალერი მიხაილენკო (კიევის ტარას შევჩენკოს ნაციონალური უნივერსიტეტი, უკრაინა), ასოც. პროფესორი ინგა გრინფილდე (ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ლატვია), პროფესორი ჰამბარცუმ ხაჩატრიანი (ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასომხეთი), ინგა ბოჭოიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო), ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები შვედეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, უკრაინიდან, საქართველოდან (აწსუ).
სტუდენტებმა მოისმინეს საინტერესო მოხსენებები ნარჩენების მართვის საკითხებზე და გაეცნენ ბალტიის ზღვის ქვეყნების უნივერსიტეტების გამოცდილებას. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარების მიზნით, სტუდენტებს მიეცათ დავალება ქუთაისის რამდენიმე ორგანიზაციაში ნარჩენების მართვის ორგანიზების შესწავლისა და ანალიზის საკითხზე. სტუდენტებმა დავალება ინტერნაციონალურ ჯგუფებში შეასრულეს და შედეგად წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.