"დიზაინისა და ტექნოლოგიის" დეპარტამენტი აწსუ-ში ბიბლიოთეკის გახსნასა და სამეცნიერო პიკნიკზე!

„დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო აწსუ-ში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით ორგანიზებულ სამეცნიერო პიკნიკში, სადაც წარმოდგენილი იყო დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტთა მიერ შესრულებული:
 ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კოლექციები, როგორც ეროვნული მოტივებით, ასევე კოლექციები სხვადასხვა სტილისტურ თემებზე;
 სველი თელვის ტექნიკით დამზადებული მხატვრული პანოები და აქსესუარები;
 ბატიკის სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული მხატვრული პანოები და აქსესუარები.
ჩატარებული იქნა მასტერკლასები სხვადასხვა ტექნიკის ქარგვაში.

fShare
1

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.