აწსუ ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე

28 სექტემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის სამეცნიერო პიკნიკში. ღონისძიება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა, მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებში სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების პოპულარიზაციას.

ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი, უკვე მეორედ იყო ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების მონაწილე. “ფარმაცევტული პრეპარატების ქიმიის და ტექნოლოგიის” და “გარემოს დაცვის ინჟინერიისა და გამოყენებითი ეკოლოგიის” სპეციალობების სტუდენტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები ქიმიური, ფარმაცევტული და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებებით. ჩვენი სტუდენტების აქტივობებმა, აჭარის რეგიონის ახალგაზრდების, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, ისინი აქტიურად ჩაერთნენ ექსპერიმენტების ჩატარების პროცესში. სტუდენტებმა დაამზადეს სხვადასხვა სამკურნალო წამლის ფორმები და კოსმეტიკური საშუალებები, ჩაატარეს საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტები. აქტუალური იყო გარემოს კომპონენტების ხარისხის კონტროლისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული ექსპერიმენტები.

fShare
26

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.