ტრენინგები მეორადი ნედლეულის გადამუშავება/გამოყენების სფეროში დასაქმებისათვის

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტთან ერთად იწვევს მსურველებს ტრენინგებში მონაწილეობისათვის, რათა შეიძინონ ახალი კვალიფიკაცია ან გადამზადნენ მეორადი ნედლეულის გადამუშავება/გამოყენების სფეროში მუშაობისათვის.
ტრენინგების თემატიკა შეესაბამება პლასტმასის ნაკეთობათა საწარმოებში საჭირო სამ ძირითად სპეციალიზაციას. კერძოდ, გთავაზობთ შემდეგ ტრენინგ-მოდულებს:
•პლასტმასის მეორადი ნედლეულის დამხარისხებელი;
•პლასტმასის ნაკეთობათა ტექნოლოგიური პროცესის ოპერატორი;
•პლასტმასის ნაკეთობათა წარმოების მანქანა-დანადგარების ტექნიკოსი.
ტრენინგ-მოდულები შემუშავებულია პროექტის „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
ტრენინგები გაიმართბა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტში 2018 წლის 12-14 ნოემბერს. ტრენინგების მონაწილეებს საშუალება ექნებათ საწარმოო პრაქტიკა გაიარონ პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოებში.
ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.
ტრენინგში მონაწილეობისათვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით: +431 248057

fShare
30

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.