ტრენინგ-მოდულების შემუშავება პროექტის „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობები“ ფარგლებში

იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი"-სა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, პროექტის „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობები“ ფარგლებში, შემუშავდა და პირველადი ტესტირების რეჟიმში ჩატარდა შემდეგი ტრენინგ-მოდულები:

•პლასტმასის მეორადი ნედლეულის დამხარისხებელი;
•პლასტმასის ნაკეთობათა ტექნოლოგიური პროცესის ოპერატორი;
•პლასტმასის ნაკეთობათა წარმოების მანქანა-დანადგარების ტექნიკოსი;
•ქვილთის ტექნიკა - ტექსტილური ნარჩენების გადამუშავება.
აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მიერ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
ტრენინგ-მოდულები შემუშავდა ნარჩენების მართვისა და პლასტმასის რეციკლირების სფეროში მომუშავე სუბიექტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, მათი ძირითადი საჭიროებების გათვალისწინებით. მოდულების განხორციელებაში ჩართულია პრაქტიკოსი-სპეციალისტები და პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება ქუთაისში მომუშავე პარტნიორი საწარმოების ბაზები: პლასტმასის ნაკეთობათა საწარმო; ერთჯერადი PET ბოთლების წარმოება; შპს „უნადი პლასტიკ“.

fShare
58

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.