აწსუ-ს მიერ WSD პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერილი პროფესიული უნარების განვითარების (WSD) პროგრამის ფარგლებში კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი იმერეთის საჯარო სკოლებში ახორციელებს.

შემოდგომის სემესტრში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის WSD კურსები იმერეთის რეგიონის 6 სკოლაში განახორციელა: ქუთაისის ანდრია რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკის #41 საჯარო სკოლა, ქუთაისის #21 საჯარო სკოლა, ქუთაისის #31 საჯარო სკოლა, სოფ. როკითის საჯარო სკოლა, თერჯოლის #1 საჯარო სკოლა და წყალტუბოს მამუკა სამაკაშვილის სახელობის #2 საჯარო სკოლა.
კურსი „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა“ მიმართულია მოსწავლეებში განავითაროს ხედვა მულტიდისციპლინურ მიდგომებზე დაფუძნებული უსაფრთხო შრომისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მოტივირებას სწავლა განაგრძონ ინჟინერიისა და მონათესავე მიმართულებების პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების პროგრამაზე. აქტიური სასწავლო პროცესი თანამშრომლობითი სწავლება მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის წარიმართა როგორც სკოლის სასწავლო სივრცეში, ასევე უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში. ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ლაბორატორიებში სტუდენტების ჩატარებულმა და ახსნილმა ექსპერიმენტებმა უდიდესი სტიმული მისცა მოსწავლეებს...

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.