საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 16 ნოემბერს საინჟინრო-ტექნოლოგიურმა ფაკულტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას - „თანამედროვე მეცნიერება და ინოვაციური პრაქტიკა“, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის დაარსების 85 წლისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დაარსების 50 წლის იუბილეს. კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტი.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 19 ორგანიზაციამ, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და მოლდოვის ქვეყნების წარმომადგენლებმა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.