კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ლიეტუვა) პროფესორის გინტარას დენაფასის საჯარო ლექცია

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც გარემოსდაცვითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებში დანერგა სასწავლო კურსი „ნარჩენების მართვის საფუძვლები“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ ამ კურსის განხორციელება უკვე 10 წელს ითვლის. ამ პერიოდში ჩატარებულია საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები, კონფერენციები, სემინარები და საჯარო ლექციები.

2018 წლის 8 დეკემბერს აწსუ-ს ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის ჩატარდა კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ლიეტუვა) პროფესორის გინტარას დენაფასის საჯარო ლექცია „ნარჩენების მართვა და დამუშავება ლიეტუვაში: გამოცდილება და გამოწვევები“.
ლექციას ესწრებოდნენ საინჟინრო-ტექნოლოგიური, საინჟინრო-ტექნიკური და სამართლის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. ლექცია წარიმართა აქტიურ რეჟიმში, სტუდენტების შეკითხვები და განხილული საკითხები ეხებოდა ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელთა დანერგვა ჩვენი ქვეყნის განვთარების მიმდინარე გამოწვევაა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.