საბაკალავრო პროგრამამ – „ინტერიერისა და ტექსტილის დიზაინი“ გაიარა აკრედიტაცია

საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის მიერ შემუშავებულმა ახალმა საბაკალავრო პროგრამამ „ინტერიერისა და ტექსტილის დიზაინი“ გაიარა აკრედიტაცია 2019 წლის 26 მარტს და მიიღო უფლება 2019-2020 სასწავლო წლისათვის განახორციელოს აბიტურიენტთა მიღება 30 ვაკანტურ ადგილზე, რომელთა ნაწილი იქნება სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებადი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.