საპოსტერო კონფერენცია ტექნოპარკში

2019 წლის 5 აპრილს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (ტექნოპარკი საქართველო-Tech Park Georgia), ორგანიზებული იქნა 2016 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტების საპოსტერო კონფერენცია.

საპოსტერო კონფერენციაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის, საკვები პროდუქტების ტექნოლოგიების დეპარტამენტის სამეცნიერო ჯგუფი, პროფესორ თემურ ღვინიანიძის ხელმძღვანელობით.
სამეცნიერო ჯგუფის მიერ საგრანტო თემის: „ძლიერი ანტიოქსიდანტური პოლიფენოლური კონცენტრატის ინოვაციური ტექნოლოგიის დამუშავება“, ირგვლივ გაკეთდა შემაჯამებელი საპოსტერო ანგარიში და მონაწილეების წინაშე წარდგენილი იქნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში დასაპატენტებლად წარდგენილი, კვლევის შედეგად მიღებული ნიმუშები „ძლერი ანტიოქსიდანტური, პოლიფენოლური საკვები კონცენტრატისა“ და აღნიშნული საკვები კონცენტრატის ბაზაზე შექმნილი საუკეთესო სენსორული თაიგულის მქონე „ანტიოქსიდანტური სადესერტო ღვინის“ სახით.
წარდგენილმა საპოსტერო ანგარიშმა და სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებულმა ნიმუშებმა კონფერენციის სტუმრებისა და მონაწილეების მოწონება დაიმსახურა.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.