„ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ დეპარტამენტი ამბროლაურში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამეცნიერო პიკნიკზე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ქალაქ ამბროლაურში გაიმართა. მრავალფეროვანი იყო ჩვენი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პროგრამა, მათ შორის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის „ფარმაცევტული პრეპარატების ქიმიის და ტექნოლოგიის“ და „გარემოს დაცვის ინჟინერიისა და გამოყენებითი ეკოლოგიის“ სპეციალობების სტუდენტების მიერ ჩატარებული საინტერესო ექსპერიმენტები.


დამთვალიერებლების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია წამლის სხვადასხვა ფორმებისა (ტაბლეტები, სუპოზიტორიები, მალამოები) და  კოსმეტიკური საშუალებების დამზადების პროცესმა.
აქტუალური იყო გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებული ექსპერიმენტები როგორც გარემოს კომპონენტების (წყლისა და ჰაერის) და კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის, ასევე შრომისა და სიცოცხლის უსაფრთხოების კუთხით. სასიამოვნო იყო, რომ ექსპერიმენტულ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები და ბავშვები.



ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.