ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტი ღონისძიებაზე – “დედამიწის დღე“

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება.
2018 წელს დედამიწის დღე მიეძღვნა ინფორმაციის წარდგენას და შთაგონებას, რომელიც მიმართულია პლასტიკის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებისა და ქცევის ძირეულ შეცვლაზე.
2018 წლის 23 პრილს ქალაქ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი ციცინო თურქაძე.
საჯარო ლექციას ესწრებოდა საჯარო ბიბლიოთეკის სხვადასხვა თაობის მკითხველი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები.



ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.