საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული სამეცნიერო პიკნიკი ამბროლაურში

2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო ამბროლაურში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თექისა და ბატიკის საგამოფენო ნამუშევრებმა მნახველთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

„ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ დეპარტამენტი ამბროლაურში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამეცნიერო პიკნიკზე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ქალაქ ამბროლაურში გაიმართა. მრავალფეროვანი იყო ჩვენი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პროგრამა, მათ შორის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის „ფარმაცევტული პრეპარატების ქიმიის და ტექნოლოგიის“ და „გარემოს დაცვის ინჟინერიისა და გამოყენებითი ეკოლოგიის“ სპეციალობების სტუდენტების მიერ ჩატარებული საინტერესო ექსპერიმენტები.

სტუდენტური კონფერენცია „ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების“ დეპარტამენტში

აწსუ-ს სტუდენტები განსაკუთრებული აქტიურობით ემზადებიან მაისის თვეში დაგეგმილი ყოველწლიური სტუდენტური კონფერენციისათვის. ენთუზიაზმით ემზადება ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის აკადემიური პერსონალიც, რომლებიც სტუდენტებს ხელმძღვანელობენ.
2018 წელს აწსუ-ში  სტუდენტთა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სამეცნიერო XXVIII კონფერენცია ჩატარდა. ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტში ორი სექცია მუშობდა: 1. ქიმიური და ფარმაცევტული ტექნოლოგიები; 2. გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები. სტუდენტებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები შესაბამისი დარგების აქტუალურ საკითხებზე. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ მაღალ დონეზე შეფასდა ის თემები, რომლებიც იყო ექსპერიმენტული და გამოავლენდა სტუდენტების კვლევით უნარებს.

„დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტი ფიროსმანის დღეებზე

2018 წლის 19 მაისს მირზაანში, ფიმოსმანის დღეებთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში, „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტის ტექსტილის მიმართულების სტუდენტთა და თანამშომელთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

„დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტი აწსუ-ში ქართველ და უცხოელ სტუმრებთან

2018 წლის 3 მაისს, ქუთაისის სახალხო დღესასწაულ „გვირილობასთან“ დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ქართველ და უცხოელ სტუმრებს. „დიზაინისა და ტექნოლოგიის“ დეპარტამენტმა მოაწყო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის ნამუშევრების გამოფენა და მასტერკლასი, რომელშიც დიდი ინტერესით სტუმრებიც ღებულობდნენ მონაწილეობას.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.