ქიმიის დეპარტამენტი

 ქიმიის დეპარტამენტი შეიქმნა 1933 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსებისთანავე და მან ინსტიტუტთან (ამჟამად უნივერსიტეტთან) ერთად განვლო თავისი სახელოვანი არსებობის 80 წელი. მრავალი წლის განმავლობაში ქიმიის დეპარტამენტში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი ქიმიკოსები, როგორებიც იყვნენ: მექი ბექაია, იასონ მოსეშვილი, ივანე გვერწითელი, ლუკა ჭელიძე, დავით ბრეგვაძე, დავით გაბრიაძე, დავით სუპატაშვილი, ლუბა დარჩია და სხვები. ქიმიის დეპარტამენტი დღესაც ღირსეულად აგრძელებს იმ შესანიშნავ ტრადიციებს, რომლებიც წლების მანძილზე ყალიბდებოდა კათედრაზე. ამჟამად ქიმიის დეპარტამენტში მოღვაწეობს 11 ასოცირებული პროფესორი და ერთი ემერიტუსი. ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ ქიმიის საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც უცხოელ კოლეგებთან ხდება გამოცდილებების ურთიერთგაზიარება. დეპარტამენტის პროფესორების მიერ გამოქვეყნებულია მონოგრაფიები, სასწავლო და  მეთოდური სახელმძღვანელოები.
ქიმიის დეპარტამენტში მოქმედებს ორი პროგრამა: საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ და სამაგისტრო პროგრამა „ქიმია“, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სამ მოდულს: არაორგანული ქიმია, ორგანული ქიმია და ქიმიური ექსპერტიზა. გყვავს სტიპენდიანტი და წარჩინებული სტუდენტები. ქიმიის სპეციალობის კურსდამთავრებულები დასაქმებულნი არიან სხვადასხვა სფეროში: საჯარო და კერძო სკოლებში, ფარმაცევტულ ქარხნებში, კვების პროდუქტების, გარემოს დაცვის სამსახურების ლაბორატორიებში. სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით ქიმიის დეპარტამენტში მოქმედებს სტუდენტთა სამეცნიერო წრე, სადაც სტუდენტები აკეთებენ მოხსენებებს მათ მიერვე შესრულებული კვლევითი სამუშაოს შესახებ. აღიშნული წრის მიზანია გაძლიერდეს სტუდენტებთან სამეცნიერო მუშაობა და ჩამოუყალიბდეს მათ ქიმიკოს-ექსპერიმენტატორის უნარ-ჩვევები. ქიმიის სპეციალობის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ იმ ღონისძიებებში, რომლების ეწყობა დეპარტამენტის ინიციატივით საჯარო სკოლებში. ქიმიის დეპარტამენტს გარდა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა გააჩნია საკუთარი ბიბლიოთეკა, რომლითაც სარგებლობენ როგორც სტუდენტები, ასევე ლექტორ-მასწავლებლები. დეპარტამენტში არსებობს ზოგადი და არაორგანული, ანალიზური, ფიზიკური და კოლოიდური, ბიოქიმიისა და ორგანული ქიმიის ლაბორატორიები, რომლებისც აღჭურვილია სათანადო ქიმიური რეაქტივებითა და ჭურჭლით. ასევე გვაქვს რეაქტივების საცავი, სადაც ინახება დეფიციტური და ძალზედ ძვირად ღირებული ქიმიური ნივთიერებები.

# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ნინო კახიძე ასოცირებული პროფესორი
2 მანუჩარ ჩიქოვანი ასოცირებული პროფესორი
3 მადონა სამხარაძე ასოცირებული პროფესორი
4 ნატალია კუპატაშვილი ასოცირებული პროფესორი
5 ნანა მეგრელიშვილი ასოცირებული პროფესორი
6 ავთანდილ ფორჩხიძე ასოცირებული პროფესორი
7 იზოლდა ლომსიანიძე ასოცირებული პროფესორი
8 მაგდანა ჯიქია ასოცირებული პროფესორი
9 ალეგი ჩუბინიძე ასოცირებული პროფესორი
10 იზოლდა დიდბარიძე ასოცირებული პროფესორი
11 ნარიკო ენდელაძე ასოცირებული პროფესორი
12 ბელა გოგიჩაიშვილი ასოცირებული პროფესორი

 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.