ზუსტ და საბუნეისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთ-ერთი უძველესია უნივერსიტეტში. იგი არსებობს 1933 წლიდან, პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსების დღიდან. ფაკულტეტზე წარმართული სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის მიზანია, სტუდენტებს მისცეს უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის შესაბამისი ცოდნა მათემატიკაში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებსა და საბუნებისმეტყველო დარგებში; მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ მეცნიერული მსოფლმხედველობა, მაღალი კულტურა და საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს ემსახურება 12 პროფესორი, 70 ასოცირებული პროფესორი, 1 ასისტენტ-პროფესორი.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.