20 ივლისს, თბილისში, რედისონ ბლუ ივერიაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს GIPA და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ გარემოსდაცვით სტუდენტურ კონფერენციაზე "კლიმატის გლობალური ცვლილება და საქართველო:რისკები და გამოწვევები"

მიმდინარე წლის 16 ივნისს, მათემატიკის დეპარტამენტის ინიციატივით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და აწსუ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა გამოჩენილი მეცნიერის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ომარ ძაგნიძის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მათემატიკის დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა კონკურსი აბიტურიენტებისათვის მათემატიკაში. კონკურსში მონაწილეობა მიიღო ორმოცმა აბიტურიენტმა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მოხდა კონკურსის მონაწილეთა შედეგების მიხედვით რანჟირება.

21 ივნისს, აწსუში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგისა და პროფესორის დალი მიქაუტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 

I კორპუსის სამკითხველო დარბაზი
13:00 სთ. 21/06 /2022 წ.

2022 წლის 18-19 აპრილს რენეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორი მირეი დუკასი შეხვდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების „მათემატიკა“ და „კომპიუტერული მეცნიერება“ სტუდენტებს.
ქალბატონმა დუკასმა წაიკითხა ლექცია თემაზე „Semantic Web“. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სტუდენტების აქტიური ჩართულობით.
შეხვდერის მიზანი იყო რენეს უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლებისათვის კანდიდატების შერჩევა გაცვლითი პროგრამის Erasmus+ ფარგლებში.