7 დეკემბერს შედგა სტუდენტთა ეროვნული online კონფერენცია - „ახალი ინვაზიური მავნებლები - ეროვნული გამოწვევა“. სადაც მოხსენება „პომიდორის მენაღმე ჩრჩილის Tuta absoluta (Lepidoptera: Gelechiidae) პოპულაციის შეფასება პომიდვრის ღია ნათესებსა და სათბურებში“ გაკეთეს აწსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია) სპეციალობის სტუდენტებმა ანი სანიკიძემ და ხატია ხარაზიშვილმა.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აწსუ რექტორმა ბ-ნმა როლანდ კოპალიანმა.

აწსუ-ს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული „საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალთან - CNFA საქართველო“, რომელიც ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამას.
პროგრამის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის დაცვა პარაზიტის Tuta absoluta -ს ხელოვნური ინფესტაციისაგან და დაზიანებული ტერიტორიებიდან დაუზიანებელ ადგილებში მისი გავრცელებისაგან.
პროექტი დაიწყო 1 აგვისტოდან. ჩართულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სასწავლო პროცესიდან მოწყვეტის გარეშე შეესრულებინათ კვლევითი სამუშაოები და მიეღოთ დიდი პრაქტიკული და სამეცნიერო გამოცდილება ბიომრავალფეროვნების საკითხებში.
პროექტში ასევე ჩართულია ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ აღნიშნულ კონფერენციაზე.

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.