2021   წლის   22   მარტს   აკაკი   წერეთლის   სახელმწიფო   უნივერსიტეტში,   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათაფაკულტეტის   ორგანიზებით   და   ბიოლოგიის   დეპარტამენტის   ასოცირებული   პროფესორის   მაკა   ხეცურიანის ხელმძღვანელობით   ჩატარდა   წყლის   რესურსების   დაცვის   საერთაშორისო   დღისადმი   მიძღვნილი   სტუდენტთა   და მოსწავლეთა საქალაქო კონფერენცია „წყლის რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას „გეოგრაფია“ (პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ციცინო დავითულიანი) 2021 წლის 4 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე.

7 დეკემბერს შედგა სტუდენტთა ეროვნული online კონფერენცია - „ახალი ინვაზიური მავნებლები - ეროვნული გამოწვევა“. სადაც მოხსენება „პომიდორის მენაღმე ჩრჩილის Tuta absoluta (Lepidoptera: Gelechiidae) პოპულაციის შეფასება პომიდვრის ღია ნათესებსა და სათბურებში“ გაკეთეს აწსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია) სპეციალობის სტუდენტებმა ანი სანიკიძემ და ხატია ხარაზიშვილმა.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აწსუ რექტორმა ბ-ნმა როლანდ კოპალიანმა.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას „ბიოლოგია“ (პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნათია ღაჭავა) 2021 წლის 5 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. პროგრამა გააგრძელებს მიღებას ვაკანტურ ადგილებზე და დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

7 დეკემბერს დილის 10 საათზე შედგება სტუდენტთა რესპუბლიკური online კონფერენცია - ახალი ინვაზიური მავნებლები - ეროვნული გამოწვევა. სადაც მოხსენებას აკეთებენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგია) სპეციალობის სტუდენტები. 

ვებ გვერდი ოპტიმიზირებულია შშმ პირებისთვის.