მემორანდუმი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან

2017 წლის 18 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აწსუ საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ტრენინგ-კურსებს გაივლიან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მიერ დაგეგმილ კონფერენციებსა და კონკურსებში.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა ცენტრის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა კონფერენციის (თემაზე - „ვერცხლისწყალი“) გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოება.

 

 

fShare
0