აწსუ სამეცნიერო პიკნიკი 2017 - „მეცნიერება სახალისოა“

21 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართა სამეცნიერო პიკნიკი სახელწოდებით „მეცნიერება სახალისოა“. ღონისძიება აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ სამეცნიერო პიკნიკი უპირველესად განკუთვნილი იყო სკოლის ასაკის მოზარდებისათვის, თუმცა საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაც. ღონისძიების მთავარი ამოცანა სახალისო ფორმით თანამედროვე მეცნიერების მიღწევების წარმოჩენა იყო. .
სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, სპეციალურად გაშლილ კარვებში/პავილიონებში ჩატარდა საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები, სახალისო ვიქტორინა-კონკურსები და მასტერკლასები.
სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისში პირველად ჩატარდა და მასში იმერეთისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონის (ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლა, წყალტუბო, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი, სამტრედია, ფოთი) სკოლების IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამეცნიერო პიკნიკის თანაორგანიზატორობა გაუწია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“.

 

fShare
0