სამეცნიერო კონფერენცია აწსუში: ,,გეოგრაფიული მეცნიერება გლობალურ კონტექსტში: მიღწევები და გამოწვევები’’

2017 წლის 3-4 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე:
,,გეოგრაფიული მეცნიერება გლობალურ კონტექსტში: მიღწევები და გამოწვევები’’ 

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს:


 ქართველი და უცხოელი გეოგრაფების კვლევების გაცნობას და სამეცნიერო ინტერესების გაზიარებას;
 საქართველოსა და სხვა უნივერსიტეტებში გეოგრაფიული პრობლემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდა მკვლევარების შეკრებას და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირებას;
 კონტაქტების გაღრმავებას ქართველ და უცხოელ კოლეგებს შორის.
კონფერენცია ტარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებასა და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტთან პარტნიორობით.

კონფერენციის საინფორმაციო წერილი ქართულად 

კონფერენციის საინფორმაციო წერილი ინგლისურად

fShare
0