კოლუმბიის მთავრობის სტიპენდიები

 კოლუმბიის მთავრობა სთავაზობს უცხოელ მოქალაქეებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს კოლუმბიის უნივერსიტეტებში 2017 აკადემიური წლის მეორე სემესტრისთვის. სტიპენდია მოიცავს ჩარიცხვის ხარჯებს, ყოველთვიურ სტიპენდიას, სამედიცინო დაზღვევას, პირველადი მოწყობის ხარჯებს, წიგნებს და ვიზის ღირებულებას.

ეს ინიციატივა მიმართულია უცხოელი პროფესიონალებისთვის, რომელთა ასაკი 50 წელზე ნაკლებია და აქვთ მინიმუმ ერთწლიანი პროფესიული გამოცდილება საკუთარ სწავლების სფეროში. აუცილებელია ესპანური ენის ფლობა, ვინაიდან შემოთავაზებული აკადემიური პროგრამები წარიმართება ესპანურ ენაზე.

მოთხოვნებისა და პირობების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://ow.ly/LaLz30aja2Q

რაიმე დამატებითი სახის მოთხოვნის ან ინფორმაციისათვის, ასპირანტებს შუძლიათ გამოიყენონ ელექტრონული საფოსტო მისამართი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.