კამპანია "დაინახე ყველაფერი" აწსუ-ში

3 მაისს, ოთხშაბათს, 11 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის #დაინახეყველაფერი რეგიონალური პრეზენტაცია. კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

fShare
0