შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსი

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2018 წლის 1 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.

შიდასაფაკულტეტო კომისია მიღებულ პროექტებს შეაფასებს 14 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით, ხოლო 25 მაისს გამოცხადდება კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი 2018 წლის 7 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით შეაფასებს პროექტებს და 11 ივნისს გამოცხადდება კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 21 ივნისს. გამარჯვებული საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2018 წლის 2 ივლისიდან. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციები საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში:

რექტორის ბრძანება

შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების წესი

პროექტის სააპლიკაციო ფორმა

ბიუჯეტის ფორმა