ცხადდება სასტიპენდიო კონკურსი „სტიპენდიანტი სტუდენტობისათვის“

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაღალრეიტინგულ აბიტურიენტთა მოზიდვის მიზნით, ატარებს აბიტურიენტთა სასტიპენდიო კონკურსს - „სტიპენდიანტი სტუდენტობისათვის“ - „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამაზე მისაღებ საგამოცდო საგანში - მათემატიკა.

კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება რეიტინგის მიხედვით. ადგილების რაოდენობა განსაზღვრულია 10 სტუდენტით.
კონკურსის იმ გამარჯვებულებს, რომელთაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა პირველად ექნებათ დაფიქსირებული ჩამონათვალში (მიუხედავად ეროვნულ გამოცდებზე დაგროვილი ქულებისა), დაენიშნებათ საფაკულტეტო სტიპენდია თვეში 100 ლარის ოდენობით პირველივე სემესტრიდან და შეუნარჩუნდებათ ბაკალავრიატში სწავლის მთელ პერიოდში, თუ სტუდენტს ყოველსემესტრულად უწყვეტად იქნება A კატეგორიის შეფასება ყველა სასწავლო კურსში (სტიპენდიის გაცემის წინაპირობაა აქტიური სტატუსი და სტიპენდია არ გაიცემა მე-8, სემესტრის შედეგებით).
გამარჯვებული მოსწავლის სკოლა და საგნის მასწავლებელი დაჯილდოვდებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო სიგელებით.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა!
საკონკურსო დავალებები სრულად შეესაბამება სასკოლო პროგრამასა და ერთიანი ეროვნული საგამოცდო დავალებების ანალოგიურია.
მონაწილეობის პირობები:
– კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს;
– კონკურსგარეშე მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, რომელთაგან პირველი ათი საუკეთესო რეიტინგის მქონე დაჯილდოვდება საუნივერსიტეტო სიგელით.
– კონკურსში მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონული წესით, მისამართზე
– კონკურსზე გამოცხადებისას აუცილებელია პირადობის მოწმობის წარმოდგენა.
რეგისტრაციის ვადები: 2018 წლის 16 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით;
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად;
– პირველი ეტაპი ჩატარდება 2018 წლის 12 მაისს 13 სთ. (რეგისტრაცია იწარმოებს 12 სთ-დან);
– მეორე ეტაპის ჩატარების ზუსტი თარიღი, მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, ეცნობებათ დამატებით;
კონკურსის ჩატარების ადგილი – ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე; www.atsu.edu.ge
საკონტაქტო პირი: ნუნუ ქიქოძე ტელ: 577 13-18-44; This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.