საქართველოს მექანიკოსთა კავშირის IX ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს მექანიკოსთა კავშირი 2018 წლის 11-13 ოქტომბერს ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ატარებს მეცხრე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას.
კონფერენციის თემატიკაა:
1. მყარ დეფორმად სხეულთა მექანიკა;
2. ჰიდროაერომექანიკა;
3. დრეკად მყარ და თხევად გარემოთა ურთიერთქმედების პრობლემები;
4. გამოყენებითი მექანიკა;
5. ანალიზის მონათესავე საკითხები.
კონკრეტული სექციების ორგანიზებასთან დაკავშირებით წინადადებების წარმოდგენა უნდა მოხდეს 15 ივლისამდე.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა ა.წ. 31 აგვისტომდე უნდა მიაწოდონ მოხსენების სათაური და მოკლე ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე, თითოეული არაუმეტეს ერთი გვერდისა აკრეფილი MSword-ში) ქეთევან ცხაკაიას (e-mail:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.). ივარაუდება მოხსენებათა ანოტაციების წინასწარი გამოცემა და კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენებების შერჩევით, რეცენზირების შემდეგ, გამოქვეყნება ჟურნალებში: Applied Mathematics, Informatics, and Mechanics (http://www.viam.science.tsu.ge/Ami/Main.htm) და Bulletin of TICMI (http://www.viam.science.tsu.ge/others/ticmi/blt/bulletin.htm). ამ უკანასკნელი ჟურნალის Scopus-ის რეიტინგია 0,5.
კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანია 70 ლარი (კავშირის წევრებისათვის 50 ლარი). სარეგისტრაციო შესატანი შეიძლება ჩარიცხულ იქნეს თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტის შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: კავშირი „თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტი“
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE26BG0000000181896100
თანხის დანიშნულება: მონაწილის (სახელი, გვარი) სარეგისტრაციო შესატანი 70 ლარი (კავშირის წევრებისათვის 50 ლარი).
რეგისტრაცია ჩატარდება 10 ოქტომბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე და 11 ოქტომბერს 11:00 საათიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხდომები ჩატარდება 11, 12 და 13 ოქტომბერს 12.00 საათიდან (11 ოქტომბერი) და 11.00 საათიდან (12 და 13 ოქტომებრი). სასურველია მიმოხილვითი მოხსენებების გაკეთება, რომელთა ხანგრძლივობა იქნება 35 წუთი. კონკრეტულ შედეგთან დაკავშირებული მოხსენებები იქნება 20 წუთის ხანგრძლივობის.