საერთაშორისო კონფერენცია - „ენა, ლიტერატურა, კულტურა“

მ/წლის 23 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აწსუ 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - „ენა, ლიტერატურა, კულტურა“. პლენარულ სხდომაზე იენის ფრიდრიჰ შილერის უნივერსიტეტის პროფესორს პეტერ გალმანს აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა.