ევროპის იმუნიზაციის კვირეული 2018 წელი, 23-29 აპრილი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის 23 - 29 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

იმერეთის რეგიონი
23 - აპრილი -11:30 – 12:30 - საათი - კვირეულის გახსნა, კონფერენცია - სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცის და ქალაქ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით. კონფერენცია გაიმართება სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში. მონაწილეობას მიიღებენ: საპატიო სტუმრები და მხარდამჭერები: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე ქალბატონი ნინო თვალთვაძე. ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, იმერეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრები, მედიის წარმომადგენლები.
10:00 – 17:00 - საათი - სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის და ქალაქ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება 18 დან 41 წლამდე პერსონალის (რომელთაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, ან არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია) მასიური ვაქცინაცია წითელაზე, ასევე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული უფასო სკრინინგ ტესტირება C ჰეპატიტზე და აივ ინფექციაზე.
24 აპრილი - 11:00 – 16:00 საათი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უშუალო მხარდაჭერით, XI კორპუსში ჩატარდება საჯარო ლექცია იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, სტუდენტი ახალგაზრდების და ლექტორ მასწავლებლების (რომელთაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, ან არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია) მასიური ვაქცინაცია წითელაზე, ასევე ლაბორატორიული უფასო სკრინინგ ტესტირება C ჰეპატიტზე და აივ ინფექციაზე.
25 აპრილი - 11:00 – 16:00 საათი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის უშუალო მხარდაჭერით, უნივერისტეტის I კორპუსში ჩატარდება საჯარო ლექცია იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, სტუდენტი ახალგაზრდების და ლექტორ მასწავლებლების (რომელთაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, ან არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია) მასიური ვაქცინაცია წითელაზე, ასევე ლაბორატორიული უფასო სკრინინგ ტესტირება C ჰეპატიტზე და აივ ინფექციაზე.
27 აპრილი - 11:00 – 16:00 საათი - საზოგადოებრივი კოლეჯი ,,კავკასიონი“ - გაიმართება სტუდენტი ახალგაზრდების და ლექტორ მასწავლებლების (რომელთაც არ აქვთ ჩატარებული ვაქცინაცია, ან არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია) მასიური ვაქცინაცია წითელაზე, ასევე გაუკეთდებათ ლაბორატორიული უფასო სკრინინგ ტესტირება C ჰეპატიტზე და აივ ინფექციაზე.

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით, წითელას და წითურას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უზრუნველყოფს წითელას და წითურას საწინააღმდეგო იმუნოპროფილაქტიკას წწყ ვაქცინით

- წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა!
- ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა! შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში - არ გადადო, აიცერი!