ქართულად  English  


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ქუთაისის მერიისა და ERASMUS+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით, 2017 წლის 1-2 მაისს ატარებს მეორე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: 

"უმაღლესი განათლება – ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები", HENTI – 2017.

მონაწილეებს ეძლევათ იდეალური შესაძლებლობა  კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება  სწავლებისა და  სწავლის, საგანმანათლებლო ინოვაციების, ელექტრონული სწავლების, განათლებასა და კვლევაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. მოახდინონ ახალი პროექტების  პრეზენტაცია. მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებსა და სამუშაო შეხვედრებში მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

მოხსენება შეიძლება წამოდგენილ იყოს ზეპირი და სასტენდო მოხსენების სახით.

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეფერირებული ჟურნალის სახით. 

ველით თქვენთან შეხვედრას ქუთაისში!

პატივისცემით,
                    კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. 


აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
ქ. ქუთაისის მერია, საქართველო
ERASMUS+ -ის საქართველოს ეროვნული ოფისი
არასამთავრობო ორგანიზაცია "People in Need", ჩეხეთი
ორგანიზაცია "გერმანიის თანამშრომლობა"


კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერი –
არასამთავრობო ორგანიზაცია "People in Need", ჩეხეთი.




შექმნილია
საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის მიერ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველო, ქუთაისი, თამარ მეფის № 59
ტელ: (+995 431) 24 00 33, (+995 431) 24 28 71, ფაქსი: (+995 431) 24 38 33