1. უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესი
აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავებულია სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის მეთოდოლოგია (დადგენილება N56(19/20), 25-05-2020), რომელიც აღწერს მოთხოვნებს, მიდგომებსა და სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმის სტრუქტურას.
სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ეფექტიანად ორგანიზების მიზნით უნივერსიტეტში რექტორის ბერძნებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შემუშავებული მეთოდოლოგიით უზრუნველყო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბება.
სამუშაო ჯგუფმა:
• განაახლა უნივერსიტეტის მისიის განაცხადი და ხედვა;
• შეაფასა ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვრა განვითარების შესაძლებლობები და თანმდევი რისკები;
• გამოყო შვიდწლიან პერიოდზე გათვლით სტრატეგიული მიზნები, განსაზღვრა მოსალოდნელი შედეგები და სამიზნე ნიშნულები, ჩამოაყალიბა უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმა.
• სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე შეიმუშავა მათთან დაკავშირებული ამოცანები, მოახდინა ამოცანის განხორცილებაზე პასუხიმგებელი პირებისა და ჩართული მხარეთა იდენტიფიცირება;
• განახორციელა სტრატეგიული განვითარების შესაბამისი სამწლიანი სამოქმედო გეგმის ფორმირება, რომელშიც მოცემულია განხორციელების ვადები, შესრულების კრიტერიუმები და საჭირო რესურსები.
2. მისიის განაცხადი, ხედვა და ღირებულებები
2.1. მისიის განაცხადი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეფუძნება რა ფაზისისა და გელათის აკადემიების ტრადიციებს, აცნობიერებს ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის განვითარებაში საკუთარ პასუხისმგებლობას, იზიარებს „უნივერსიტეტების დიდი ქარტიის“ პრინციპებს, ეროვნულ და ევროპულ უმაღლესი განათლების ძირითად მიზნებს, თავისი საქმიანობის მისიად მიიჩნევს შემდეგს:
• აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს შრომის ბაზარზე ორიენტირებულ თანამედროვე სტანდარტების სამივე საფეხურის აკადემიურ, ასევე პროფესიულ პროგრამებს;
• საერთაშორისო თანამშრომლობით, ინტერნაციონალიზაციის პროცესებში აქტიური ჩართულობით და ინკლუზიური გარემოს შექმნით, წარმართავს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო, კვლევით და შემოქმედებით საქმიანობას, ხელს უწყობს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას, პროფესიონალებად და ლიდერებად ჩამოყალიბებას.
• უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განათლების პროგრამებისა და სერვისების მიწოდებას, ახალი ცოდნის შექმნა-გავრცელებასა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საზოგადოებრივი პოლიტიკის ფორმირების მხარდაჭერას.
2.2. ხედვა
აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვა წარმოადგენს:
ქვეყნის მასშტაბით იყოს ერთ-ერთი ლიდერი უნივერსიტეტი და ჰქონდეს სულ უფრო მზარდი საერთაშორისო რეპუტაცია, შეძლოს მოიზიდოს და შეინარჩუნოს მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული, ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები. რისთვისაც:
• ახორციელებს რეალურ საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამების და შესაბამისი ადამიანური რესურსების უწყვეტ და დინამიურ განვითარებას;
• სრულფასოვანი სტუდენტური ცხოვრებისა და პიროვნული განვითარებისათვის სთავაზობს მრავალფეროვან სტუდენტურ სერვისებს და ხელშემწყობ გარემოს;
• აძლიერებს კვლევით და შემოქმედებით საქმიანობას;
• ჩაბმულია უმაღლესი განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციის პროცესებში;
• უზრუნველყოფს რეგიონისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესების მხარდაჭერას და ღია აკადემიური სივრცის ხელმისაწვდომობას საზოგადოების ჩართულობისათვის.
2.3. ღირებულებები
უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს შემდეგი ღირებულებით:
1. პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე - მართვის ყველა დონეზე, ეფექტური ხელმძღვანელობის სისტემა და ხარისხის კულტურა აწსუ-ს თითოეული წევრის საქმიანობასა და უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესში.
2. საუნივერსიტეტო საზოგადოებაზე, სოციუმზე ორიენტირება - აწსუ-ს სტრატეგია დაფუძნებულია მოტივირებული სტუდენტების მოზიდვასა და გამორჩეული მკვლევრების ჩართვაზე საქმიანობის ყველა სფეროში. აწსუ ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კეთილდღეობაზე, მხარს უჭერს პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების განაწილებას საუნივერსიტეტო მიზნების მიღწევასა და განხორციელებაში თანამშრომლების ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად.
3. ხარისხზე ორიენტირება - მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა როგორც სწავლა/სწავლების, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების, ისე უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საქმიანობის სფეროში.
4. აკადემიური თავისუფლება - აწსუ აკადემიური პერსონალი, მკვლევრები და სტუდენტები თავისუფალნი არიან სამეცნიერო-აკადემიური პროფილის ფორმირებასა და განვითარებაში, ახალი ცოდნის შექმნასა და საზოგადოებაში მისი ღია განხილვა/გავრცელებისათვის. აკადემიური თავისუფლება უზრუნველყოფს აღმასვლას ,,თანამედროვე უნივერსიტეტიდან თავისუფალ აზროვნებამდე’’.
5. ღიაობა, მრავალფეროვნების პატივისცემა და ინკლუზია - უნივერსიტეტის საზოგადოების ყოველი წევრისათვის (განურჩევლად ეროვნებისა, მრწამსისა, სქესისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვ.) თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების შექმნა და მათ მოთხოვნებზე ორიენტირებული სათანადო მხარდაჭერის სისტემის ჩამოყალიბება.
6. სწრაფვა საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ - უნივერსიტეტი უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ინტერნაციონალიზაციის პროცესებს განიხილავს, როგორც ეფექტიან ინსტრუმენტს, რათა შესაძლებელ იქნეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საგანანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში;
7. აკადემიური კულტურა - უნივერსიტეტში არსებული კოლეგიალური გარემო ეფუძნება აკადემიური ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს, ურთიერთპატივისცემას, ორმხრივ ინტერესს, მხარდაჭერასა და სამართლიან ურთიერთობებს.
8. გუნდურობა - თანამშრომლებს შორის ღია კომუნიკაცია, კოლეგიალობა, გუნდური მუშაობა, ჰარმონიული და დინამიკური ურთიერთობები.
9. სრულყოფილებისაკენ სწრაფვა - ტრადიციების პატივისცემითა და სრულყოფილებისაკენ სწრაფვით უნივერსიტეტი ხელს უწყობს საზოგადოების დინამიკურ განვითარებას.
3. უნივერსიტეტის მოკლე ისტორია
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია ცხრა ათწლეულის წინათ დაიწყო და, ამჟამად, იგი საქართველოში შესანიშნავი ტრადიციებით გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართველი ერის კულტურულ-ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების საქმეში.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალდარგოვანი რეგიონული უნივერსიტეტია, რომელიც როგორც სამი დამოუკიდებელი უნივერსიტეტის გაერთიანება, თანამედროვე სახით, საბოლოოდ 2010 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა. ჯერ, 2006 წელს, გაერთიანდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლო 2010 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, მას შემოუერთდა სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის სისტემა ემყარება სწავლა-სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების ხარისხის მართვის, სასწავლო პროცესის წარმართვის, ადამიანური რესურსების მართვისა და სამეცნიერო კვლევის პოლიტიკებს და მათ შესაბამის პროცედურებს, წესებსა და ინსტრუქციებს. აწსუ-ს მართვის სისტემა უზრუნველყოფს აკადემიურ თავისუფლებას და ორიენტირებულია შედეგზე.
უნივერსიტეტის ზრუნვის საგანია ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიცემა და დასაქმების ხელშეწყობა. ამისთვის აწსუ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ, დამსაქმებლებთან. უნივერისტეტი უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით მოდიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებით სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას და დასაქმების ხელშეწყობას შესაბამისი კომპეტენციების განვითარების გზით.
უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენს ცხრა ფაკულტეტი: 1. ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა; 2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა; 3. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა; 4. პედაგოგიური; 5. მედიცინის; 6. საინჟინრო-ტექნიკური; 7. საინჟინრო-ტექნოლოგიური; 8. აგრარული; 9. საზღვაო-სატრანსპორტო.
2024 წლისთვის აწსუ აღნიშნულ ფაკულტეტებზე ახორციელებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო), ერთსაფეხურიან მედიცინის მიმართულების, მასწავლებლის მომზადების (ერთწლიანი) და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებს (100 საგანმანათლებლო პროგრამა - 44 საბაკალავრო, 42 სამაგისტრო, 8 სადოქტორო, 3 ერთსაფეხურიანი, 1 ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, 2 ერთწლიანი (60 კრედიტიანი) პროგრამები) და ისეთ პროფილურ მიმართულებებში, როგორიცაა ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, აგრარული მეცნიერებები, ასევე განათლება, ბიზნესი, სამართალი, ინჟინერია, მედიცინა და 2019 წლიდან საშემსრულებლო ხელოვნება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიული განათლების ერთ-ერთი მსხვილი პროვაიდერია რეგიონში. წლების განმავლობაში უნივერსიტეტს დაუგროვდა პოზიტიური გამოცდილება და მაღალი კომპეტენცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განხორციელების საკითხში, ამიტომ უსდ-ში პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარების სტრატეგიული ხედვის ფარგლებში ინსტიტუციონალურად გაძლიერების კუთხით ჩამოყალიბდა და 2020 წლიდან ფუნქციონირებს სტრუქტურული ერთეული „პროფესიული განათლების ცენტრი“. ცენტრი ანხორციელებს 22 პროგრამaს (მათ შორის 4 არის მომზადება/გადამზადების პროგრამა).
უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ინტეგრაცია ინდუსტრიასთან მემორანდუმების/ ხელშეკრულებების ფარგლებში. კერძოდ, ისინი უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პროფესიული/საწარმოო პრაქტიკების განხორციელებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნადი კვალიფიციური კადრის მომზადებას.
აწსუ-ს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების - ფაკულტეტების დონეზე აკუმულირებული ცოდნა ხმარდება როგორც ახალი თაობების და მაღლაკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდას, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.
თითოეულ ფაკულტეტს შემუშავებული აქვს კვლევითი-სამეცნიერო პროფილი, რომელშიც განსაზღვრულია ფაკულტეტის ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები/ქვე-მიმართულებები ფაკულტეტზე არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გათვალისწინებით.
უნივერსიტეტში კვლევისა და სწავლების ინტეგრირება უზრუნველყოფილია კვლევაში ჩართული მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური და მნიშვნელოვანი კვლევითი პოტენციალის მქონე პერსონალით, სწავლა-სწავლებისა და კვლევით პროცესებში დოქტორანტების ჩართვით; პროგრამებით გათვალისწინებული ექსპერიმენტული, საველე, ლაბორატორიული სამუშაოების შესრულებისთვის კვლევითი ბაზების გამოყენებით; საერთაშორისო ნუსხებში შემავალი ელექტრონული ბაზებისა და საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების მდიდარი რესურსების ხელმისაწვდომობით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
უნივერსიტეტი მუდმივად ახორციელებს აკადემიური პერსონალის მხარდაჭერას საერთაშორისო და ადგილობრივ გრანტებში მონაწილეობის თვალსაზრისით. ამ პროცესში ჩართულია კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი, სამეცნიერო საგრანტო ოფისი, რომელიც „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით დაფუძნდა და 2022 წლიდან ფუნქციონირებს. უნივერსიტეტი ასევე ახდენს მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების ავტორთა წახალისებას, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.
უნივერსიტეტი უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ინტერნაციონალიზაციის პროცესებს განიხილავს, როგორც ეფექტიან ინსტრუმენტს, რათა შესაძლებელ იქნეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში.
აწსუ სხვადასხვა ფორმატით თანამშრობლობს მსოფლიოს 100-ზე მეტ უსდ-თან. 2011 წლიდან დღემდე უცხოურ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა. 2023 წელს უნივერსიტეტმა აღადგინა პარტნიორული ურთიერთობები მისურის და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტებთან, წარმატებული ინსტიტუციური კოლაბორაციის მაგალითია ტალინის, მასარიკის, ლაქუილას, ჩეხეთის პრაღის სიცოცხლის შემსწავლელ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და სხვა.
აწსუ-ს მონაწილეობა აქვს მიღებული 25-ზე მეტ საერთაშორისო ინსტიტუციური განვითარების პროექტში. 2016 წელს უნივერსიტეტი გახდა პირველი რეგიონული და საქართველოში მეოთხე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც ERASMUS+ პროექტის ფარგლებში მოიპოვა პროექტის კოორდინატორობა. პროექტის საფუძველზე უნივერსიტეტში შეიქმნა ომბუცმენის პოზიცია და უნივერსიტეტი გახდა ENOHE-ს (European Network of Ombuds in Higher Education) წევრი. უნივერსიტეტი არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, როგორებიცაა WHO, AMEE, AMSE, Univercitaire de la Francophonie და სხვა.
2019 წელს აწსუ გახდა ERASMUS+ ახალი პროექტის კოორდინატორი ,,რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში’’ (RURD). პროექტში ჩართული იყო საქართველოს ყველა რეგიონალური უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგიონალური უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
უნივერსიტეტი, საერთაშორისო მობილობის ფარგლებში, ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ახორციელებს სრულად დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს. 2023 წელს ასეთი გაცვლითი პროგრამები განხორციელდა ევროპისა და აზიის 21 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტმა 2022 წელს პირველად გააფორმა ორმაგი დიპლომის აღიარების ხელშეკრულება იტალიის ლაქუილას უნივერსიტეტთან, რომლის საფუძველზეც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრებმა 2022-2023 სასწავლო წელს დაიცვეს სამაგისტრო ნაშრომები და მიიღეს მაგისტრის ორმაგი დიპლომი. 2023 წელს ანალოგიური ხელშეკრულება გაფორმდა სილეზიის უნივერსიტეტთან საინჟინრო ტექნიკური მიმართულებით.
უნივერსიტეტი ახორციელებს ერთობლივ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ (საქრთველოს ტექნიკურ და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად) და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას „განათლების მეცნიერებები“ (თსუ, ბსუ და თესაუ).
2019 წელს უნივერსიტეტმა უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით განახორციელა სხვადასხვა აქტივობა. მაგალითად, აწსუ-მ მონაწილეობა მიიღო ჰელსინკში გამართულ საგანმანათლებლო გამოფენაში (new Deli (UNi Agent UNICA), აშშ-ში გამართულ NAFSA კონფერენციაში, პარტნიორების დაფინანსებით უნივერსიტეტის წარმომადგენლობა იმყოფებოდა ინდოეთის ქალაქ ჰაიდერაბადში. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო უნივერსიტეტის მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენაში, კერძოდ, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და ჰოლანდიაში, სადაც გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები საერთაშორისო აგენტებთან უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით. უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში საერთაშორისო სტუდენტების მომსახურების სექტორის შექმნა. 2021 წელს მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანმა ქართულენოვანმა და ინგლისურეოვანმა MD პროგრამებმა წარმატებით გაიარეს საერთაშორისო აკრედიტაცია.
აწსუ უზრუნველყოფს სტუდენტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ამისთვის იყენებს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, მობილობის, კვალიფიკაციის მინიჭებისა და მიღებული განათლების აღიარების წესს, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის/გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმებს. გარდა ამისა, პროცესში ჩართულია ეთიკის კომისია და ომბუდსმენის ოფისი.
უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია სტუდენტების მოთხოვნილებაზე მორგებული მრავალფეროვანი სერვისები, რომელთა მიწოდებაზე და განვითარებაზე პასუხიმგებლები არიან: სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახური; საგარეო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახური; უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულები; ფაკულტეტები; სტუდენტური თვითმმართველობა. გარდა ამისა, სტუდენტებისთვის შეთავაზებულია კურიკულუმს გარე აქტივობები სხვადასხვა კულტურული, შემოქმედებით, სპორტული ღონისძიებების სახით.
უნივერსიტეტი აცნობიერებს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების მნიშვნელობას და მიზნად ისახავს თავისი წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ქვეყნის მდგრად განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტი სხვა ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად მონაწილეობას იღებს ERASMUS+ პროექტში უნივერსიტეტების მესამე მისია (SQUARE 3M), რომელშიც კიდევ უფრო გამოიკვეთა უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის როლი და მნიშვნელობა რეგიონის და ქვეყნის განვითარებაში. გარდა ამისა, აწსუ უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების პროგრამებისა და სერვისების მიწოდებას, ახალი ცოდნის გამომუშავებასა და გავრცელებას, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მონაწილეობს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების პროცესებში.
4. SWOT ანალიზი
SWOT ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ იქნა ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და თანმდევი რისკები.
4.1. ძლიერი მხარეები
• უნივერსიტეტის მაღალი რეპუტაცია და მდიდარი ისტორია;
• უნივერსიტეტის სტრატეგიული მდებარეობა;
• ორგანიზაციული მართვის განვითარებული სისტემა;
• კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი;
• საგანმანათლებლო პროგრამების უნივერსიტეტის მისიასთან, საკანონმდებლო და სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა;
• მრავალფეროვანი აკრედიტებული პროგრამები, მათ შორის ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამის მართვის ეფექტური გამოცდილება;
• სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისადმი სისტემური მიდგომა;
• სტუდენტების მხარდაჭერაზე და განვითარების ხელშეწყობაზე მიმართული მრავალფეროვანი სერვისები;
• ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხი და მრავალფეროვანი ინსტიტუციური განვითარების პროექტები;
• კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერისა და განვითარების სისტემური მიდგომა;
• სწავლა-სწავლებისა და სამეცნიერო საქმიანობაში მრავალფეროვანი და წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა;
• აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდასა და განვითარებისადმი სისტემური მიდგომა;
• სოციალური პასუხისმგებლობის ვალდებულებისადმი მტკიცე ნებელობა;
• ადაპტირებული სასწავლო და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა;
• სასწავლო პროცესებში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია;
• საზოგადოების განვითარების პროცესებში უნივერსიტეტის მაღალი ჩართულობა;
• აღჭურვილი და მდიდარი წიგნადი ფონდის მქონე ბიბლიოთეკა.
4.2. სუსტი მხარეები
• აკადემიური პროგრამების განხორციელებისთვის, მათ შორის უცხოელი აკადემიური პერსონალის მოზიდვისთვის საჭირო ფინანსური რესურსების სიმწირე;
• ინფრასტრუქტურული პრობლემები;
• კვლევის შედეგების კომერციალიზაციის სისტემის სიმყიფე;
• უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებისა, მათ შორის ერთობლივი ან გაცვლითი პროგრამების მცირე;
• ასაკოვანი აკადემიური პერსონალის მაღალი თანაფარდობა ახალგაზრდებთან რიგ მიმართულებით;
• უცხო ენების ცოდნის არასაკმარისი დონე.
4.3. შესაძლებლობები
• ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსით გამოწვეული ინტეგრაციის პროცესები
• საგანმანათლებლო პროგრამის შემდგომი განვითარება და ოპტიმიზაცია;
• უცხოენოვანი პროგრამების (მათ შორის ერთობლივი ან გაცვლითი პროგრამების) შემუშავება და საჭირო ადამიანური რესურსების მოზიდვა/გადამზადება;
• დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარება;
• ინფრასტრუქტურული ინვესტიციები;
• ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის მოზიდვისა და შენარჩუნებაზე მიმართული სისტემური მიდგომები
• აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის სისტემური მიდგომები;
• კვლევის საქმიანობის მხარდაჭერის სისტემური მიდგომების შემდგომი განვითარება;
• უცხო ენებში გადამზადების პროგრამები შემდგომი შეთავაზება;
• ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის შექმნისა და თარგმნაზე მიმართული საქმიანობის მხარდაჭერა;
• უცხოეთის საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
• ფინანსური წყაროების დივერსიფიკაცია და ინოვაციური საქმიანობის განვითარება;
• ეროვნული და უცხოური ორგანიზაციებიდან გრანტების მოზიდვა;
• საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებთან ერთობლივი კვლევის პროექტებისა და პროგრამების განვითარების მიზნით ინიციატივების ხელის შეეწყობა;
• ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სტრუქტურულ ერთეულების ანგარიშგების სისტემის შემდგომი განვითარება;
• კომერციალიზაციის სისტემის დანერგვა და განვითარება;
• ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ურთიერთ თანამშრომლობის განვითარება.
4.4. რისკები
• ცვლილებები უმაღლესი განათლების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკაში;
• ცვლილებები უმაღლესი განათლების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებში;
• მაღალკვალფიციური აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე კონტინგენტის გადინება;
• საქართველოს უნივერსიტეტებს შორის მაღალი კონკურენციით გამოწვეული პროცესები;
• ცალკეულ სფეროებში პროფესიული კადრებზე მოთხოვნის შემცირება;
• ქვეყანაში და რეგიონში დემოგრაფიული ეკონომიკური სიტუაციის დრამატული ცვლილება;
• ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის ცვლილება;
• უნივერსიტეტის ციფრული პლატფორმების კიბერუსაფრთხოების სფეროში რისკების ზრდა;
• დისტანციური სწავლების საკითში სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება.
5. სტრატეგიული მიმართულებები, მიზნები და შედეგები
უნივერსიტეტის მისიისა და ხედვის გათვალისწინებით, ასევე SWOT ანალიზი საფუძველზე გამოყოფილი იქნა ექვსი სტრატეგიული მიმართულება. თითოეული მათგანი წარმოადგენს უნივერსიტეტის საერთო სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვან კომპონენტს და უზრუნველყოფს:
• განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომობას;
• ინტერნაციონალიზაციის პროცესებში ჩართულობას;
• კვლევითი და ინოვაციურ საქმიანობას;
• ფინანსურ მდგრადობას;
• უცხოელ პარტნიორებთან და ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობას.
ყოველი სტრატეგიული მიმართულებებისათვის განსაზღვრულია მიზნები, შედეგები და რისკები.
სტრატეგიული მიმართულებები და მათი მიზნები:
1. განათლების ხარისხისა გაუმჯობესება და ინოვაციების სტიმულირება
მიზანი: განათლების ხარისხის ამაღლება და ინოვაციების ხელშეწყობა, როგორც სწავლა-სწავლების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით და შემოქმედებით საქმიანობაში.
2. საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერება
მიზანი: საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდადა საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობა.
3. ფინანსური მდგრადობა და რესურსების დივერსიფიკაცია
მიზანი: უნივერსიტეტის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და მისი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.
4. აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის განვითარება
მიზანი: წარმატებული აკადემიური გარემოს შესანარჩუნებლად მაღალკვალიფიცირებული აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მოზიდვა და ხელშეწყობა.
5. საზოგადოების ჩართულობა და სოციალური პასუხისმგებლობა
მიზანი: ადგილობრივ საზოგადოებასთან უნივერსიტეტის კავშირების გაძლიერება და სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა.
6. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება
მიზანი: უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების, სამეცნიერო და მართვის პროცესებში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
5.1. განათლების ხარისხისა გაუმჯობესება და ინოვაციების სტიმულირება
უნივერსიტეტის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამებისა და პედაგოგიური მეთოდების ხელახალი გადააზრების გზით მიაღწიოს განათლების მაღალ ხარისხს. რაც მოიცავს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების შემუშავება/განვითარებას, სასწავლო მასალების განახლებასა და ინტერაქტიული სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით ციფრული ტექნოლოგიების ფართო გამოყენებას. აგრეთვე აკადემიური პერსონალი წახალისებული და მხარდაჭერილი იქნება სწავლებაში ინოვაციური მეთოდების დანერგვის პროცესში. მათთვის ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული განვითარების პროგრამები, რათა ფლობდნენ ინფორმაციას საგანმანათლებლო სფეროს უახლესი ტენდენციების შესახებ. უნივერსიტეტი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ინვესტიციებს ციფრულ ტექნოლოგიებში.
სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვისას უნივერსიტეტი პრიორიტეტად მიიჩნევს ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტების განხორციელებას. შეიქმნება გარემო, სადაც პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან კვლევით საქმიანობაში, რაც გამოიწვევს პუბლიკაციების, პატენტებისა და კვლევით პროექტების რაოდენობის გაზრდას. უნივერსიტეტი აგრეთვე აქტიურად ითანამშრომლებს სხვა უნივერსიტეტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, რისთვისაც მოიზიდავს გარე დაფინანსებას.
მოსალოდნელი შედეგები:
• გაზრდილია სტუდენტების კმაყოფილებისა და გადინების შემცირების მაჩვენებლები;
• გაზრდილია ინოვაციური კვლევის ინიციატივების დანერგვის შედეგად სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის პროდუქტიულობა და აკადემიური ცნობადობა.
• განვითარებულია სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები.
• შემუშავებულია ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული ახალი ერთობლივი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.
• დანერგილია სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობასა პროცესებში ციფრული ტექნოლოგიები.
შესრულების ინდიკატორები:
• სტუდენტების კმაყოფილების გამოკითხვების მაჩვენებლები;
• სტუდენტების გადინების მაჩვენებლები;
• მაღალ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებსა და კონფერენციებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობა.
• სწავლების ინოვაციური მეთოდების შესახებ ტრენინგებისა და მათზე დასწრების მაჩვენებლები;
• შემუშავებული ერთობლივი და ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა და მათზე სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლები;
• ციფრული პლატფორმების რაოდენობა.
5.2. საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერება
უნივერსიტეტის მიზანია საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში გახდეს უფრო მეტად ცნობადი. ამ მიზნის მისაღწევად იგი სტუდენტებს სთავაზობს მეტ გაცვლით პროგრამებს, აქტიურად მოიზიდავს უცხოელ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, აძლიერებს პარტნიორობას უცხოურ უნივერსიტეტებთან და კვლევით ორგანიზაციებთან.
აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს ექნებათ წვდომა საერთაშორისო კვლევით ქსელებთან და ერთობლივ პროექტებთან, რაც ხელს შეუწყობს კულტურათაშორისი დიალოგს და პროფესიულ განვითარების პერსპექტივის გაზრდას. უნივერსიტეტი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას გლობალურ კვლევით ინიციატივებში, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი როლ შეიძენს საერთაშორისო აკადემიურ წრეებში.
მოსალოდნელი შედეგები:
• გაიზარდა ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა;
• გაიზარდა საერთაშორისო პარტნიორობა;
• გაძლიერდა სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი და საგანმანათლებლო შესაძლებლობები;
• ჩამოყალიბდა მულტიკულტურული საუნივერსიტეტო საზოგადოება.
• გაიზარდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობა.
შესრულების ინდიკატორები:
• უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელი.
• ყოველწლიურად დამყარებული ახალი საერთაშორისო პარტნიორობის რაოდენობა.
• სტუდენტების კმაყოფილების კვლევის შედეგი.
5.3. ფინანსური მდგრადობა და რესურსების დივერსიფიკაცია
უნივერსიტეტი აცნობიერებს, რომ ფინანსური მდგრადობის მისაღწევად სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად საჭიროა მოძიებული იქნეს შემოსავლების ალტერნატიული წყაროები, რისთვისაც ფინანსური მართვის საიმედო მეთოდების გამოყენებით და რესურსების ეფექტიან განაწილებით განახორციელებს შემოსავლების მომცემ ინიციატივებს, მათ შორის ყველა დაინტერესებულ პირებს შესთავაზებს ონლაინ კურსებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს.
დამატებით ფინანსური რესურსების მოზიდვისთვის იგი ითანამშრომლებს ადგილობრივ ბიზნესებთან საკონსულტაციო და კვლევით პროექტების განხორციელების გზით და საქართველოსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებიდან მოიზიდავს გრანტებს. მთავარი მიზანია ზრდაზე მიმართულ სტრატეგიულ სფეროების დაფინანსების პარალელურად მიღწეული იქნეს დაბალანსებული ბიუჯეტი.
მოსალოდნელი შედეგები:
• დაბალანსებული და მზარდი ბიუჯეტი;
• რესურსების ეფექტიანი განაწილების და ხარჯების ყაირათიანი მართვის არსებული პრაქტიკა;
• შემოსავლების მომტანი სხვადასხვა ინიციატივების განვითარება.
შესრულების ინდიკატორები:
• უნივერსიტეტის ბიუჯეტი;
• სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები.
5.4. აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის განვითარება
უნივერსიტეტი აღიარებს, რომ მაღალპროფესიული აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი არის მისი წარმატების გასაღები. ნიჭიერი, მათ შორის ახალგაზრდა, პერსონალის მოსაზიდად და შესანარჩუნებლად, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მიზნობრივ მოტივაციის გაზრდაზე და პროფესიული განვითარებაზე მიმართულ სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორის სამეცნიერო-კვლევით და შემოქმედებით საქმიანობაზე შიდა გრანტებზე ხელმისაწვდომობას, გაცვლით პროგრამებში ჩართულობას, კარიერული ზრდის მხარდასაჭერად მენტორობის პროგრამებს და სხვა. მთლიანობაში, უნივერსიტეტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს რომ უნივერსიტეტს ჰყავდეს თავდადებული და მოტივირებული გუნდი, რომელიც მოწოდებულია განახორციელოს მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევით და შემოქმედო საქმიანობა.
მოსალოდნელი შედეგები:
• მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი;
• უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩართულია ახალგაზრდა აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი;
• პერსონალისთვის შეთავაზებულია პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
• გაუმჯობესდა აკადემიური პერსონალის კმაყოფილება და კვლევითი პროდუქტიულობა;
შესრულების ინდიკატორები:
• ახალი მაღალკვალიფიცირებული აკადემიური პერსონალის რაოდენობა;
• ახალგაზრდა მაღალკვალიფიცირებული აკადემიური პერსონალის რაოდენობა;
• პერსონალის მომზადებისა და განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მაჩვენებელი;
• აკადემიური პერსონალის კვლევის შედეგებისა და ცნობადობის მაჩვეენებლი
• აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისა კმაყოფილების მაჩვენებლები.
5.5. საზოგადოების ჩართულობა და სოციალური პასუხისმგებლობა
უნივერსიტეტის მიზანია შეიტანოს თავისი წვლილი ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობაში. იგი დაამყარებს პარტნიორობას ადგილობრივ ბიზნესს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მონაწილეობას მიიღებს ქუთაისისა და რეგიონის განვითარებაზე მიმართულ პროექტებში და უმასპინძლებს იმ ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სასარგებლოა. მოახდენს სტუდენტები წახალისებას, რათა აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში. აგრეთვე აქცენტი გაკეთდება გარემოსდაცვით პროექტებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტურების ჩართულობაზე და საექსპერტო მხარდაჭერაზე. ეს სტრატეგიული მიმართულება ცდილობს შექმნას უნივერსიტეტის, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ინსტიტუტის პოზიტიური იმიჯი, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაზე და გარემოზე.
მოსალოდნელი შედეგები:
• გაიზარდება საზოგადოებასთან პარტნიორობისა და ინიციატივების რაოდენობა;
• გაუმჯობესდება უნივერსიტეტის ცნობადობა საზოგადოებაში.
• გაიზრდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართულობა საზოგადოებისათვის სასარგებლო და ეკოლოგიურ საკითხების გადაჭრაზე მიმართულ პროექტებში.
• აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს ქუთაისისა და რეგიონის განვითარებაზე მიმართულ პროექტებს საექსპერტო მხარდაჭერით.
შესრულების ინდიკატორები:
• ქუთაისისა და რეგიონის განვითარებაზე მიმართული ინიციატივებისა და პროექტების რაოდენობა.
• ეკოლოგიური ინიციატივებისა რაოდენობა
5.6. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება
კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი პროცესების ოპტიმალური წარმართვის უზრუნველსაყოფად, უნივერსიტეტი პრიორიტეტად მიიჩნევს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, რათა მოხდეს შენობა-ნაგებობებისა და რეკრეაციული სივრცეების გეგმაზომიერ განვითარება. სასწავლო და ლაბორატორიული სივრცეების განახლება და შესაბამის ინვენტარით აღჭურვა ხელს შეუწყობს სწავლების ინოვაციურ მეთოდების დანერგვას, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი ინიციატივებს პროდუქტიულობას ზრდას. ასევე ციფრული აქტივებისა და მნიშვნელოვანი მონაცემების დასაცავად კიბერუსაფრთხოების მკაცრ ზომებს გატარებს.
მოსალოდნელი შედეგები:
• განახლებული არის შენობა-ნაგებობები და სასწავლო, ლაბორატორიული და რეკრეაციული სივრცეები
• ციფრული აქტივების დასაცავად გაძლიერებული არის კიბერუსაფრთხოების ზომები.
• შექმნილი სათანადოდ აღჭურვილი სამუშაო გარემო
შესრულების ინდიკატორები:
• ციფრულ ტექნოლოგიასა და ინფრასტრუქტურაში მიმართული ბიუჯეტის ოდენობა;
• ახალი და განახლებული შენობა-ნაგებობები და სასწავლო, ლაბორატორიული და რეკრეაციული სივრცეების რაოდენობა
• საუნივერსიტეტო საზოგადოების კმაყოფილების კვლევის შედეგები
• კიბერუსაფრთხოების აუდიტი და დარღვევის ინციდენტების რაოდენობა
6. სტრატეგიული გეგმის საკვანძო ნიშნულები
უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულია სტრატეგიული გეგმის შეფასების საკვანძო ნიშნულები. ეს ნიშნულები ასახავენ სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ეფექტიანობის დონეს, რაც საშუალებას აძლევს ინსტიტუტს შეაფასოს მისი პროგრესი და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
საკვანძო ნიშნულების შეფასება ხდება ორჯერ, სტრატეგიული გეგმის გადახედვის წინ და დასრულებისას: შუალედური შეფასება 2026 წელს ხოლო საბოლო შეფასება კი 2031 წელს. შეფასების შედეგად დარდება ერთმანეთს დაგეგმილი და დამდგარ შედეგები. ყველა საკვანძო ნიშნულები ასახავს სანგარიშო პერიოდის დადგომისას არსებულ მონაცემებს.
N |
საკვანძო ნიშნულები |
საწყისი მაჩვენებელი 2025 წ. |
საბოლო მაჩვენებელი 2031 წ. |
• 1. |
სტუდენტების რაოდენობა |
|
|
• 2. |
უცხოელი სტუდენტთა რაოდენობა |
|
|
• 3. |
ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებულ ვაკანტური ადგილებისა და მათზე ჩარიცხულ სტუდენტების თანაფარდობა |
|
|
• 4. |
სტუდენტების აკადემიური მოსწრების GPA საშუალო მაჩვენებელი |
|
|
• 5. |
სტატუს შეჩერებული სტუდენტების რაოდენობა |
|
|
• 6. |
კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი |
|
|
• 7. |
აკადემიური, სამეცნიერო, მოწვეული პერსონალის საშუალო ასაკი |
|
|
• 8. |
აკადემიური, სამეცნიერო, მოწვეული პერსონალის რაოდენობის თანაფარდობა სტუდენტების რაოდენობასთან |
|
|
• 9. |
აფილირებული აკადემიური პერსონალის რაოდენობის თანაფარდობა აკადემიური და მოწვეული პერსონალის მთლიან რაოდენობასთან |
|
|
• 10. |
დოქტორის წოდების მქონე აკადემიური პერსონალის ოდენობა |
|
|
• 11. |
სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამით კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი |
|
|
• 12. |
სტუდენტების კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი |
|
|
• 13. |
კურსდამთავრებულთა კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი |
|
|
• 14. |
აკადემიური პერსონალის კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი |
|
|
• 15. |
ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი |
|
|
• 16. |
დამსაქმებელთა კმაყოფილების საერთო მაჩვენებელი |
|
|
• 17. |
გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობის თანაფარდობა აფილირებული აკადემიური პერსონალის რაოდენობასთან |
|
|
• 18. |
ჯამურად სამეცნიერო კვლევითი და შემოქმედებით საქმიანობაზე გამოყოფილი ბიუჯეტის თანაფარდობა უნივერისტეტის ბიუჯეტთან |
|
|
• 19. |
სამეცნიერო კვლევითი და შემოქმედებით საქმიანობაზე გარე წყაროებით მიღებული ბიუჯეტის თანაფარდობა უნივერისტეტის ბიუჯეტთან |
|
|
7. სტრატეგიული გეგმის მონიტორინგი
სტრატეგიული გეგმის გადახედვა ხორციელდება ყოველ 3 წელიწადში ერთხელ. არაგეგმიური გადახედვა/შეფასება შესაძლებელია ინიცირებულ იქნას უნივერსიტეტის რექტორის მიერ, სხვა დროს, შესაბამისი გარემოებების/დასაბუთების შემთხვევაში. სტრატეგიული გეგმის მიმოხილვისა და შეფასების პროცესის ინიცირება ხდება რექტორის მიერ.
მიმოხილვის პროცესი ხორციელდება სპეციალურად ფორმირებული მიმოხილვის ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს რექტორი და კოორდინაციას უწევს აწსუ მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახური. ჯგუფი უფლებამოსილია გამართოს საკონსულტაციო განხილვები სხვადასხვა შიდა თუ დაინტერესებულ პირებთან და მოამზადოს მიმოხილვის/შეფასების ანგარიში. ფორმირებისთანავე ჯგუფი შეიმუშავებს საკონსულტაციო შეხვედრების/განხილვების გეგმას. შეფასების ანგარიშს რექტორი წარუდგენს აკადემიურ საბჭოს და მასთან ერთად იღებს გასატარებელი ცვლილებების გადაწყვეტილებას.