გვერდის დაბეჭდვა
საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახური

 

საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც შეიქმნა 2005 წელს უნივერსიტეტში არსებული საგარეო ურთიერთობათა და პერსპექტიული განვითარების განყოფილების (შეიქმნა 1994 წელს) რეორგანიზაციის შედეგად. სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა და, სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება და განვითარება.

 

კომპეტენცია:

  • უნივერსიტეტის მიზნების, საქმიანობის ძირითადი მიმართულებების და პრიორიტეტების განხორციელებისას საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა;
  • ურთიერთობების დამყარება სხვა ქვეყნების სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან;
  • უცხოელი სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში უნივერსიტეტისა და მისი საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების გაწევრიანების ორგანიზება;
  • საერთაშორისო კონკურსების გამოცხადება და გაცვლითი პროგრამებისათვის სტუდენტთა მომზადება;
  • აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ორგანიზება;
  • უცხოელ სტუდენტთა მომსახურება;
  • უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა;
  •  საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების სხვადასხვა საქმოანობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია.

 

ფურცლის თავში დაბრუნება