საგარეო საქმეთა მინისტრი აწსუ-ში


საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხები.
საინფორმაციო შეხვედრას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები და მასმედია დაესწრო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და დისკუსიით დასრულდა

 

fShare
0