ქართული ენის კვირეული აწსუ-ში

2017 წლის 10-12 აპრილს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. ღონისძიებების ორგანიზატორები იყვნენ: აწსუ ადმინისტრაცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი, სტუდენტთა საენათმეცნიერო წრე და სტუდენტური თვითმმართველობა. კვირეულის ფარგლებში გაიმართა კონკურსი „ვინ უკეთ წერს“, ვიქტორინა „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ მოსწავლეთა და სტუდენტთა თეორიული კონფერენცია, სტუდენტებმა უნივერსიტეტისა და ქალაქის მასშტაბით დაარიგეს ბუკლეტები ქართული ენის შესახებ ინფორმაციითა და მცდარი და მართებული ენობრივი ფორმებით
კონკურსში „ვინ უკეთ წერს“ კომპეტენტურმა ჟიურმა გამოავლინეს სამი გამარჯვებული: I ადგილი - ბექა ფოცხვერია (ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II ადგილი - ნინო ხუსკივაძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,) III ადგილი - ირმა ძნელაძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,);
ვიქტორინაში „თუ დაივიწყე ენა ქართული!..“ რომელიც წელს მეცხრედ ჩატარდა, მონაწილეობდა 11 გუნდი. პირველი ადგილი დაიკავა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გუნდმა „უბრჯგუ“;
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „ხომლი“, მესამეზე კი - ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „სინონიმები“.
12 აპრილს კი გაიმართა დასკვნითი ღონისძიება - ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია ქართული ენის შესახებ; ღონისძიების ბოლოს სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ კონკურსსა და ვიქტორინაში გამარჯვებული სტუდენტები.

fShare
113