ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი აწსუ-ში

მიმდინარე წლის 29 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი ვიდას კავალიაუსკასი. უცხოელ პროფესორს, აწსუ რექტორი გიორგი ღავთაძე და ფაკულტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს აწსუ-ში ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის შექმნის შესაძლებლობები და ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

 

fShare
0