საერთაშორისო კონფერენცია აწსუ-ში

მ/წლის 11-12 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, TEMPUS-ის პროექტის „ტრანსნაციონალური განათლების ხარისხის განვითარება და აღიარება საქართველოსა და სომხეთში“ ფარგლებში, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, რაც მოიცავდა ტრანსნაციონალური განათლების, მათ შორის, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამების, ხარისხის უზრუნველყოფისა და აღიარების საკითხებს.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: იუნესკოს წარმომადგენელმა მიკაელა მარტინმა, სომხეთის, ინგლისის, საფრანგეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, ბათუმის საზღვაო აკადემიამ.

 

fShare
0