ცხადდება კონკურსი საერთაშორისო პრემიაზე 2017-2018 წლებისათვის

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ცივილიზაციათა ალიანსის კომიტეტი, კატარის უნივერსიტეტის შარია და ისლამური სწავლების კოლეჯი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო პრემიაზე 2017-2018 წლებისათვის.

პრემიის სახელწოდებაა - Qatar International Award for Dialogue of Civilizations. პრემია გადაეცემა საუკეთესო სამეცნიერო კვლევებს შემდეგ თემებზე:
* დიალოგი, ფილოსოფია და განზომილება;
* ყურანის დიალოგის სისტემა და მისი გავლენა ცხოვრებაზე;
* დიალოგის და კომუნიკაციის პრობლემები;
* დიალოგიდან ალიანსამდე: ცივილიზაციათა დიალოგის პროცესი, მისი პერსპექტივები და წინააღმდეგობები;
* ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და სახელმწიფოს როლი დიალოგის და ალიანსის ეფექტური მოდელების შექმნაში;
* ცივილიზაციათა დიალოგის ახლებური ხედვა.


კვლევა უნდა წარმოადგენდეს მეთოდურ სამეცნიერო ნაშრომს არაბულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და არ უნდა იყოს 120 გვერდზე ნაკლები.
დაინტერესებულმა მკვლევარებმა უნდა გააგზავნონ წარდგინების წერილი (სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა - 500), ავტობიოგრაფია (CV) და ფოტოსურათი ელ-ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..
კატარის უნივერსიტეტთან სატელეფონო საუბრის თანახმად განაცხადის წარდგენისას არ არის აუცილებელი განაცხადის სპეციალური ფორმის წარდგენა (როგორც ეს საერთაშორისო პრემიის შესახებ საინფორმაციო ბროშურაშია მოთხოვნილი). დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 15 დეკემბრამდე, (ნაცვლად ბროშურაში მითითებული 15 ნოემბრისა), სამეცნიერო კვლევის წარდგენის ვადაა - 2018 წლის პირველი აპრილი.
კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება 80 000 კატარული რეალით (22038 აშშ დოლარი), მეორე ადგილზე გასულს გადაეცემა 45 000 კატარული რეალი (12396 აშშ დოლარი), მესამე ადგილზე გასულს - 25 000 კატარული რეალი (6887 აშშ დოლარი).
დაჯილდოების საგანგებო ცერემონია გაიმართება 2018 წლის პირველ მაისს.
პრემიაზე დოკუმენტების წარდგენის ვადაა მიმდინარე წლის 15 დეკემბერი, ხოლო სამეცნიერო კვლევის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 აპრილი.

იხილეთ ბროშურა

fShare
0