მედიცინის ფაკულტეტი

ფაკულტეტის ისტორია

             აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა მედიცინის ფაკულტეტი, მათ შორის  გამორჩეული მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამებით, ერთობლივი პროგრამების იმპლემენტაციით, ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, საინტერესო სტუდენტური პროექტებითა და მრავალფეროვანი კურიკულუმის გარეთა აქტივობებით.
              მედიცინის ფაკულტეტი როგორც უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილი, 1995 წელს დაარსდა და იგი სრულად აცნობიერებს და აღიარებს უნივერსიტეტის მისიას, ხედვას და ძირითად ღირებულებებს.
             2014 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი გახდა AMEE-ს - ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (www.amee.org) წევრი, ხოლო 2015 წელს მოხდა მისი განთავსება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის - WHO, მსოფლიო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ფედერაციის - WFME და საერთაშორისო სამედიცინო განათლების კატალოგის - IMED, უმაღლესი სამედიცინო სკოლების ვებ-რესურსებზე.
             ფაკულტეტზე მოღვაწეობს 8 პროფესორი, 16 ასოცირებული პროფესორი,
9 ასისტენტ პროფესორი, 2 ემერიტუსი, რომელთა შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები და კონსულტანტები.     
              ფაკულტეტის ადმინისტრაცია წარმოდგენილია შემდეგი სახით:
-    ფაკულტეტის დეკანი: ასოც. პროფ. ირინე ფხაკაძე
-    დეკანის მოადგილე: ასოც. პროფ. მაკა ჯავახია
-    ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი: პროფ. გულნარა შელია
ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულია ორი სასწავლო დეპარტამენტი:
-    კლინიკური მედიცინის,  ხელ–ლი: ასოც. პროფ. თამარ ვალიშვილი
-    ფარმაციისა და სტომატოლოგიის, ხელ–ლი: სრული პროფ. თენგიზ ლობჟანიძე
     
             მედიცინის ფაკულტეტზე ხორციელდება  უმაღლესი სამედიცინო განათლების ერთსაფეხურიანი პროგრამები: „სამკურნალო საქმე“ ,  „მედიცინა + PBL“, ინგლისურენოვანი „MEDICINE“,   „სტომატოლოგია“,  საბაკალავრო პროგრამები - „ფარმაცია“ , „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“, „ფარმაცია“ ინგლისურენოვანი.
სამაგისტრო პროგრამები „ფარმაცია“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და  ჯანდაცვის პოლიტიკა“,  „ბიოსამედიცინო ინჟინერია“  /აწსუ-თსსუ-სტუ/, სადოქტორო პროგრამა
“ფარმაცია”

              2012-2013 სასწ. წლიდან  ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე  –„MEDICINE“ სწავლობენ სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან: ნიგერია, ერაყი, ინდოეთი, ლიბანი, გერმანია.
   
            ფაკულტეტი აქტიურად არის ჩართული „TEMPUS“ საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობაში, შედეგად შექმნილია არაერთი სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროგრამები:
    ერთსაფეხურიანი უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამა “მედიცინა+PBL“, რომელშიც  მაქსიმალურად მაღალია ბაზისური და კლინიკური საგნების  ინტეგრირების ხარისხი და დანერგილია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) დამატებითი ფორმატი, შეიქმნა TEMPUS“ საერთაშორისო პროექტის „ Establishment of the Supra-Regional Network of the National Centres in Medical Education, focused on PBL and Virtual Patients“ ფარგლებში,   აღნიშნულ პროგრამაზე  სასწავლო პროცესის წარმართვისათვის უნივერსიტეტის სასწავლო და სალექციო აუდიტორიებთან ერთად გამოიყენება სპეციალიზირებული ე.წ. პდს ოთახები, გამოყოფილი, თანამედროვე სასწავლო/სამეცნიერო ტექნოლოგიებით აღჭურვილ დამოუკიდებელ  ე. წ. PBL კორპუსში, რომლის აღჭურვა მოხდა ტემპუსის თანადაფინანსებით.
   
*    ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, შეიქმნა TEMPUS  IV - BME-ENA Biomedical Engineering  Education Tempus Initiative in Easten Neighboring Area (Project number: 543904-TEMPUS-1-2013-1-GR-TEMPUS-JPCR) მიმდინარეობაში, ევროპელი პარტნიორების აქტიური მონაწილეობით და ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად.   მასში  რეალიზებულია პარტნიორი უნივერსიტეტების კოორდინირებული აქტივობა. პროგრამის კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი, რომელიც ადასტურებს ერთობლივ კვალიფიკაციას (აწსუ-თსსუ-სტუ).
            აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები ექიმებთან თანამშრომლობით მიიღებენ მონაწილეობას საავადმყოფოების სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის პროცესში და შეძლებენ რთული სამედიცინო აპარატურის და სისტემების მუშაობის უზრუნველყოფას კლინიკებსა და სხვა სამედიცინო პროფილის დაწესებულებებში.
            საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სემესტრი ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეთმობა თეორიულ საბაზისო სამედიცინო სასწავლო კურსებს, ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძვლებისა და  ჯანდაცვის ტექნოლოგიების შესწავლას.
მეორე სემესტრი  ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ეთმობა მედიცინაში ფართოდ გამოყენებული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდების ფიზიკური საფუძვლების შესწავლას, მესამე სემესტრი ხორციელდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ეთმობა სამედიცინო ელექტრონიკის, ბიოსამედიცინო სიგნალების დამუშავების, სამედიცინო სისტემების მართვის და მოდელირების  შესწავლას. მეოთხე სემესტრი ეთმობა სამაგისტრო ნაშრომს და იგი შესრულდება უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული კვლევების  თემატიკიდან გამომდინარე სტუდენტის არჩევანის შესაბამისად.

     საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების კურსის (პრეკლინიკური ციკლი) პარალელურად, რომელიც უნივერსიტეტში ხორციელდება, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები კლინიკური ციკლის პრაქტიკას გადიან თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილ მრავალპროფილიან საბაზისო კლინიკებში.
       ფაკულტეტზე შექმნილი კოლეგიალური ატმოსფერო ხელს უწყობს როგორც თეორიული განათლების მიღებას, პროფესიული უნარების ჩამოყალიბება– განვითარებას, ასევე საინტერესო სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერას. სტუდენტების ინიციატივით  პროექტების  „სტუმრად ექიმებთან“ და „თეთრი ხალათის გარეშე“ იმართება შეხვედრები ცნობილ და წარმატებულ ექიმებთან არაფორმალურ გარემოში.
 თანამედროვე გამოწვევები უმაღლესი სამედიცინო განათლების სფეროში მოითხოვს მეტ შემოქმედებითობას და ინტერდისციპლინური პრობლემების გადაწყვეტას. ფაკულტეტის  უმთავრესი ამოცანაა –კომპეტენტური და სრულფასოვანი ექიმების მომზადება. აღნიშნულის გათვალისწინებით ფაკულტეტის ადმინისტრაცია სახავს  შემდეგ სამომავლო პერსპექტივებს: ახალი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემუშავება, კლინიკური და კვლევის უნარ–ჩვევების ცენტრის ინფრასტრუქტურის გაფართოება, სარეზიდენტო პროგრამების განხორციელება, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფართოება,  უცხოელი სტუდენტების მოზიდვა,  კვლევით პროექტებში მონაწილეობა, საუნივერსიტეტო კლინიკის დაფუძნება/ აღჭურვა; საინფორმაციო ტექნოლოგიების მოდერნიზაცია.
 
  თუ ჩვენთან სწავლას გადაწყვეტთ, დარწმუნდებით რომ ეს თქვენს მიერ გაკეთებული საუკეთესო არჩევანი იქნება.
გაეცანით აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ვებ. გვერდს და სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1  ირინე ფხაკაძე ასოცირებული  პროფესორი  
2  გულნარა შელია პროფესორი  
3  თამარ ვალიშვილი ასოცირებული  პროფესორი  
4  თენგიზ ლობჟანიძე პროფესორი  
5  კონსტანტინე ცაგარეიშვილი ასოცირებული  პროფესორი  
6  თინათინ ტყეშელაშვილი ასისტენტ პროფესორი  
7  ნინო აბულაძე ასოცირებული  პროფესორი  
8  ნიკოლოზ ნიკოლაევი  სტუდენტი  

 

სახელი გვარი თანამდებობა   CV
ირინე
ფხაკაძე დეკანი

ასოცირებული პროფესორი

 
მაკა ჯავახია მოადგილე

ასოცირებული პროფესორი

 
გულნარა შელია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი

პროფესორი

 

სახელი და გვარი

ელ.ფოსტა

ტელეფონი

1

ირინე ფხაკაძე

irine.pkhakadze@atsu.edu.ge

591228778

2

მაკა ჯავახია

maka.javakhia@atsu.edu.ge

577198736

3

გულნარა შელია

dodoshelia@yahoo.com

599507787