აგრარული ფაკულტეტი

ისტორია
              
      ყოფილი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე აწსუ–ში ჩამოყალიბდა აგრარული ფაკულტეტი.(2011 წლის იანვარში სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  მიერთების გზით), რომელიც წარმოიქმნა უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების: “სუბტროპიკული მეურნეობისა და ლანდშაფტური არქიტექტურის” და “სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციისა და ტექნოლოგიის”–შეერთების შედეგად. ამ მომენტამდე ფაკულტეტმა განვლო მეტად რთული, მტკივნეული, მაგრამ ღირსეული და სახელოვანი გზა. ეს გზა დაწყო XX საუკუნის მეორე ნახევარში, როცა საქართველოსთვის საჭირო გახდა სუბტროპიკული მეურნეობის დარგის განვითარებისათვის სათანადო ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება. ფაკულტეტის ფესვები კი მოდის თბილისიდან, როცა 1929 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი. 1933–1934 სასწავლო წელს საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში შეიქმნა სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი.       რადგანაც სუბტროპიკული სოფლის მეურნეობა ძირითადად წარმოდგენილი იყო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, სწორედ ამ ფაკულტეტის ბაზაზე ქ. ქუთაისში 1952 წლის 26 იანვარს (მინისტრთა საბჭოს დადგენილება #481) ჩამოყალიბდა ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი ყოველწლიური მიღების კონტიგენტით 400 კაცი. თავიდანვე ინსტიტუტს გადაეცა შემდეგი ფაკულტეტები:
1.სუბტროპიკული მეურნეობის (სპეციალობებით :“სუბტროპიკული მეურნეობა” და “დეკორაციული მებაღეობა”)
2. სუბტროპიკული მეურნეობის მექანიზაცია;
3. ხილის, ბოსტნეულის და სუბტროპიკული კულტურების ტექნოლოგია
4. მეაბრეშუმეობა.
        საქართველოს მთავრობის 1959 წლის 11 აპრილის (# 282) დადგენილებით ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი, სუბტროპიკული კულტურების გავრცელების ძირითად ზონასთან მიახლოების მიზნით, გადატანილი იქნა ქ. სოხუმში და მას ეწოდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. ქ. სოხუმში ინსტიტუტი ფუნქციონირებდა 1993 წლის სექტემბრამდე.(ამ პერიოდამდე მისი რექტორები იყვნენ: გიორგი გოლეთიანი ( 1952–1957); ივანე გიორგბერიძე (1957– 1973); რევაზ ჩხაიძე (1973–1975); ნაპოლეონ ქარქაშაძე (1975–1990); ვახტანგ ფრუიძე (1990–1997).
        აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად უმაღლესი სასწავლებელი დევნილის სტატუსით აღმოჩნდა ქ. ქუთაისში. ამ უმძიმეს პირობებში ინსტიტუტის რექტორმა პროფ. ვახტანგ ფრუიძემ შეუძლებელი შეძლო და იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით 1993 წლის 19 დეკემბერს აღადგინა სასწავლო პროცესი. თავისი სიტყვა თქვა ინსტიტუტის მონოლითურად შეკრულმა კოლექტივმაც, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო ფაკულტეტების და კათედრების ფუნციონირების აღდგენა და უკვე 1996 წლიდან დაიწყო სრულფასოვანი სასწავლო პროცესი. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტმა გააგრძელა რა ჩვეული რიტმით ფუნქციონირება, სულ მალე  დამსახურებული ავტორიტეტი მოიპოვა საგანმანათლებლო სივრცეში და თავის სპეციალობებით ფართო დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში. 1997 წ–დან ინსტიტუტს და შემდეგ უნივერსიტეტს 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა პროფესორი გურამ კილასონია.
         2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით (#107) სუბტროპიკული მეურნეობისათვის მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის საქმეში დიდი წვლილის გამო და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით (50 წელი) ინსტიტუტს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი.2005–2008წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ხელმძღვანელობდა პროფესორი ნუგზარ ებანოიძე, ხოლო 2008 წლიდან აწსუ–თან მიერთებამდე მისი რექტორი იყო პროფესორი როლანდ კოპალიანი.
      აგრარული ფაკულტეტი, როგორც საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრე და   აწსუ სტრუქტურული ერთეული,  დღიდან მიერთებისა აქტიურად არის ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. აგრარულ ფაკულტეტს 2011–2014 წწ. ხელმძღვანელობდა პროფესორი რამაზ კილაძე, ხოლო 2014 წ–დან დღემდე  ფაკულტეტის დეკანია პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი.
       აგრარულ ფაკულტეტზე წარმატებით ხორციელდება ყველა ის აქტივობა, რომელიც ემსახურება მთლიანად უნივერსიტეტის ინტერესებსა და განვითარებას. ფაკულტეტი აქტიურად არის ჩართული  სხვადასხვა პროექტებში  და სასწავლო პროცესის ხელშეწყობით უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური  სპეციალისტების მომზადებას სასოფლო–სამეურნეო დარგის სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ კერძო საწარმოებისათვის.
# სახელი და გვარი აკადემიური თანამდებობა CV
1 ქეთევან კინწურაშვილი პროფესორი (თავმჯდომარე)  
2 როლანდ კოპალიანი პროფესორი  
3 მაყვალა ფრუიძე პროფესორი  
4 როზა ლორთქიფანიძე პროფესორი  
5 იზოლდა ხასაია ასოცირებული პროფესორი  
6 მარიეტა თაბაგარი ასოცირებული პროფესორი  
7 სოსო თავბერიძე ასოცირებული პროფესორი  
8 ნუნუ ჩაჩხიანი-ანისაშვილი ასოცირებული პროფესორი  
9 დავით კბილაშვილი ასოცირებული პროფესორი  
10 ეთერ ბენიძე ასოცირებული პროფესორი  
11 დავით შაშიაშვილი სტუდენტი  
12 ნესტან კინწურაშვილი სტუდენტი  
13 ოთარ ჩიქოვანი სტუდენტი  

 

სახელი გვარი თანამდებობა   CV
ქეთევან
კინწურაშვილი დეკანი

პროფესორი

 
იზოლდა
ხასაია მოადგილე

ასოცირებული პროფესორი

 
მარიეტა თაბაგარი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი

 

 

საბაკალავრო

 
ტურიზმი
აგრონომია
აგროინჟინერია
აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა
საბაღო-საპარკო მეურნეობა

სამაგისტრო

 
ტურიზმი
აგროეკოლოგია
სუბტროპიკული კულტურების სელექცია
სუბტროპიკული კულტურების აგროტექნოლოგია
ლანდშაფთური არქიტექტურა
აგროინჟინერია
სუბტროპიკული კულტურების გადამუშავების ტექნოლოგია

სადოქტორო

 
აგრონომია
აგრონედლეულის გადამუშავების ტექნოლოგია და ექსპერტიზა
აგროინჟინერია