ტრენინგ-პროგრამა ადამიანთა საერთაშორისო უფლებებზე

მიმდინარე წლის 19 დან 23 ივნისის ჩათვლით სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტმა ევროპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით გამოაცხადა მსმენელთა მიღება ადამიანთა საერთაშორისო უფლებების შესახებ საქართველოში დაგეგმილ სასწავლო პროგრამაზე. ტრენინგ-პროგრამა წარიმართება ინგლისურ ენაზე. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2017 წლის 21 მაისამდე შემდეგ მისამართზე: http://www.iidh.org/UK/index.php?p=voir_formation&idFormation=62

fShare
0