აწსუ-ს სტუდენტების მორიგი წარმატება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის მიმართულების ხუთი სტუდენტი - გიორგი აბაზაძე, ესმერალდა კუპრაძე, თეო ჯინჭველაშვილი, ნათია სვანიძე და რეზი ბურჯანაძე, მონაწილეობდნენ USAID/REP-ისა და JRS-ის (ჟურნალისტიკის რესურსცენტრი) ერთობლივ, რესპუბლიკურ პროექტში "მე - აგროჟურნალისტი".

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტთან ერთად, პროექტში ჩართული იყო ბათუმის, თელავის, გორისა და ახალციხის უნივერსიტეტები. დახურვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელსაც USAID/REP-ის პროგრამის როგორც ამერიკელი, ასევე ქართველი წარმომადგენლები, ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების დირექტორები დაპროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა ოთხი ნამუშევარი, რომელთა შორის მოხვდა ფილმები კომპანია "გურმანსა" და კომპანია "ფარკონზე". აღნიშნული ფილმები მომზადდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ. დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა კომპანია "გურმანზე" შექმნილმა სიუჟეტმა.
პროექტში წარმატებას მოჰყვა სერიოზული შემოთავაზებები სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან - "მაუწყებელთა ალიანსის" ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის “მომავლის ფერმის” დირექტორმა რუსუდან გიგაშვილმა სტუდენტებს თანამშრომლობა შესთავაზეს.
აწსუს სტუდენტების ნამუშევრები საზოგადიებრივი რადიო მაუწყებლის, გადაცემა "ფერმის” რჩეულიც გახდა.
აწსუ-ს სტუდენტების მიერ მომზადებული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ლინკებზე: 
https://1tv.ge/audio/moklemetradjiani-filmebis-studenturi-konkursi/
https://www.youtube.com/watch?v=wmXQE5gfHos&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=K3_Su4jitC4&feature=youtu.be